"უდინეზეს" თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ, 23 ნოემბერს სერია A-ს მე-12 ტურში "კიევოსთან" ფრედ (1:1) დასრულებულ შეხვედრაში, იტალიის ჩემპიონატში რიგით მე-200 გოლი გაიტანა.
37 წლის იტალიელი თავდამსხმელი ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ ფეხბურთელ რობერტო ბაჯოს მიუახლოვდა, რომელსაც სერია A-ში 205 გოლი აქვს გატანილი.
ვეტერანი ფეხბურთელის ბრძოლის ჟინის გათვალისწინებით, შესაძლოა მან უახლოეს პერიოდში ბაჯოს შედეგი გააუმჯობესოს კიდეც. იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში დი ნატალემ 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და პირად აქტივში 7 გოლთან ერთად სამი საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.