საქართველოს ვაჟ სამბისტთა ნაკრების ცხრა წევრიდან შვიდი მსოფლიო პოდიუმზე ავიდა. იაპონიის ქალაქ ნარიტაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯონდო მუზაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ტურნირი წაუგებლად ორ უმსუბუქეს წონით კატეგორიაში მოჭიდავე გენადი ჩირგაძემ (52 კგ) და ვახტანგ ჩიდრაშვილმა (57 კგ) ჩაამთავრეს. ჩირგაძემ გადამწყვეტ ბრძოლაში აზერბაიჯანელი აღასიფ სამადოვი დაამარცხა. ჩიდრაშვილმა კი ტიტული რუსეთის ნაკრების წევრ აიმერგენ ატკუნოვის ძლევით გაინაღდა და 2014 წლის სეზონი ოქროს დუბლით დაასრულა.
მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონ ლევან ნახუცრიშვილს (68 კგ) მორიგ ტრიუმფამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა – ფინალში მონღოლ ტუმურხულეგ დავაადორჟთან წააგო.
ბესარიონ ბერულავამ (74 კგ), ნიკო კუციამ (80 კგ), დავით კარბელაშვილმა (90 კგ) და დავით ლორიაშვილმა (100 კგ) მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.
უმედლოდ მხოლოდ შმაგი ლაგაზაური (62 კგ) და ბექა ბერძენიშვილი (+100 კგ) დარჩნენ.
მსოფლიოს ჩემპიონატში საქართველოს ქალთა ნაკრების ოთხი სპორტსმენიც ჩაერთო და ერთმა მათგანმა – ნინო ოძელაშვილმა (72 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. შორენა შარაძის (60 კგ), თეა სუხიტაშვილისა (68 კგ) და ირინე ლეონიძის (+80 კგ) წონითი კატეგორიების საპრიზო სამეულები კი მათ გარეშე შეივსო.
სამბო
მსოფლიოს ჩემპიონატი
ნარიტა
21-23 ნოემბერი
ვაჟები
52 კგ
1 გენადი ჩირგაძე (საქართველო)
2 აღასიფ სამადოვი (აზერბაიჯანი)
3 ვასილი კარაულოვი (რუსეთი)
3 შავკატ ჟურაევი (უზბეკეთი)
57 კგ
1 ვახტანგ ჩიდრაშვილი (საქართველო)
2 აიმერგენ ატკუნოვი (რუსეთი)
3 მასანორი არაკი (იაპონია)
3 აკმალიდინ კარიმოვი (ტაჯიკეთი)
62 კგ
1 ბორის ბორისოვი (ბულგარეთი)
2 ხუშკადამ ხუსრანოვი (ტაჯიკეთი)
3 იესეტ კუანოვი (ყაზახეთი)
3 დავლატჟონ ხამროევი (უზბეკეთი)
68 კგ
1 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლეთი)
2 ლევან ნახუცრიშვილი (საქართველო)
3 ემილ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)
3 მარტინ ივანოვი (ბულგარეთი)
74 კგ
1 ამილ გასიმოვი (აზერბაიჯანი)
2 ილია ლებედევი (რუსეთი)
3 ბესარიონ ბერულავა (საქართველო)
3 ასილბეკ ალკეი (ყაზახეთი)
82 კგ
1 ვლადიმერ პრიკაზჩიკოვი (რუსეთი)
2 ივაილო ივანოვი (ბულგარეთი)
3 ნიკო კუცია (საქართველო)
3 აშოტ დანიელიანი (სომხეთი)
90 კგ
1 ალსიმ ჩერნოსკულოვი (რუსეთი)
2 ოტონგბაატარ ლკაგვასურენ (მონღოლეთი)
3 დავით კარბელაშვილი (საქართველო)
3 ანდრეი კაზუსიონოკი (ბელარუსი)
100 კგ
1 დიმიტრი ელისეევი (რუსეთი)
2 არიუნერდენე ბატბაიარი (მონღოლეთი)
3 დავით ლორიაშვილი (საქართველო)
3 ვიქტორ რესკო (ლატვია)
+100 კგ
1 არტემ ოსიპენკო (რუსეთი)
2 ბატმუნხ პერენლიი (მონღოლეთი)
3 იედილ უსენოვი (ყაზახეთი)
3 იური რიბაკი (ბელარუსი)
ქალები
48 კგ
1 ურანცეცეგ მონხბატი (მონღოლეთი)
2 მარია მოლჩანოვა (რუსეთი)
3 ლეილა აბასოვა (ბელარუსი)
3 ნოდირა გულოვა (უზბეკეთი)
52 კგ
1 გაუხარ ტურმახანოვა (ყაზახეთი)
2 ანა ხარიტონოვა (რუსეთი)
3 მიხარუ კუროკი (იაპონია)
3 მარია ოსტაპიუკი (უკრაინა)
56 კგ
1 სუმია დორჟსურენი (მონღოლეთი)
2 ტატიანა ზენჩენკო (რუსეთი)
3 დანიელა ჰონდიუ (რუმინეთი)
3 კალინა სტეფანოვა (ბულგარეთი)
60 კგ
1 მივა ფუჯიმურა (იაპონია)
2 ეკატერინა პროკოპენკო (ბელარუსი)
3 ანა რეპიდა (მოლდოვა)
3 ოლენა საიკო (უკრაინა)
64 კგ
1 ალის შლეზინგერი (ისრაელი)
2 ოლგა მედვედევა (რუსეთი)
3 ბატტუგს ტუმენოდი (მონღოლეთი)
3 ნატალია ბუდეანუ (რუმინეთი)
68 კგ
1 ლუიზა გაინუტდინოვა (უკრაინა)
2 დილდაშ კურიშბაევა (ყაზახეთი)
3 იური ენოკიდანი (იაპონია)
3 ჯოჰანა ილინენი (ფინეთი)
72 კგ
1 ირინა ალექსეევა (რუსეთი)
2 ნინო ოძელაშვილი (საქართველო)
3 ტატიანა სავენკო (უკრაინა)
3 ნარაჯარგალ ცენდ-აიუში (მონღოლეთი)
80 კგ
1 შორი ჰამადა (იაპონია)
2 მარია ორიაშკოვა (ბულგარეთი)
3 სვეტლანა ტიმოშენკო (ბელარუსი)
3 ნატალია სმალი (უკრაინა)
+80 კგ
1 ანა ბალაშოვა (რუსეთი)
2 ჰარუკა მურასე (იაპონია)
3 ნინა კუტრო-კელი (აშშ)
3 სვეტლანა იარომკო (უკრაინა)