ვთბ-ლიგის მორიგ ტურში ვიქტორ სანიკიძის “უნიკსი” რიგის ვეფ-ს დაუხვდა და 64:52 იმარჯვა. თამაშის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, რომელიც ყაზანელებმა 14:4 (!) მოიგეს.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 19:19 წუთი გაატარა და 7 მოხსნა, 3 პასი და დაფარება მოაგროვა. სანიკიძემ 3 ორქულიანი და 2 საჯარიმო ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
მასპინძლებს 18 ქულით ამერიკელმა ლეგიონერმა კიტ ლენგფორდმა ულიდერა, მისმა თანამემამულე კერტის ჯერელსმა კი 14 ქულა მიითვალა.
5 მოგებით და 2 მარცხით, “უნიკსი” ვთბ-ლიგის მე-4 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 30 ნოემბერს ყაზახური “ასტანას” წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელიც გუშინ მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ 89:63 გაანადგურა.
ქართველ მცველს ტრავმის გამო ისევ არ უთამაშია, მოსკოველთა მხრიდან კი 10 და მეტი ქულა ერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა ჩააგდო. ცსკა 7 მოგებით და 1 მარცხით მეორეა და მხოლოდ ლევან ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდს” ჩამორჩება, მომდევნო ტურში კი, სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” ესტუმრება.