ფეხბურთი

12:51 | 23.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: „პოგბას შუძლია, მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველი გახდეს“

იუვენტუსის მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გუშინ, „ლაციოსთან“ მოგებული მატჩის შემდეგ (3:0), “Sky Sport Italia”-ს განუცხადა, რომ პოლ პოგბას ძალუძს, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი გახდეს.

„გუშინ პოგბას თამაში როგორც დაცვაში, ისე შეტევაში შესანიშნავი იყო, მაგრამ მჯერა, რომ მას ამაზე უკეთ თამაში შეუძლია, მას ჯერ ყველაფერი წინა აქვს.“ - განაცხადა ალეგრიმ

პოლ პოგბამ გუშინდელ შეხვედრაში 24-ე და 64-ე წუთებზე ორი გოლი გაიტანა. 21 წლის ფრანგ ნახევარმცველს მიმდინარე „სერია ა“-ში 10 ჩატარებული მატჩიდან 3 გოლი აქვს გატანილი.

0.122631