ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” შინ “ვაშინგტონ ვიზარდსთან” 100:111 დამარცხდა, ქართველმა ცენტრმა კი 26 წუთში 6 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში არ იყო, მაგრამ ზაზამ ძირითად ცენტრზე, ლარი სანდერსზე მეტი დრო დაჰყო პარკეტზე (25 წთ. 57 წმ.). ამ დროში ფაჩულიას მონაგარი იყო 6 ქულა, 7 მოხსნა 2 პასი და 1 ბლოკი. ზაზამ 8-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, არც ერთი საჯარიმო არ უსვრია, 2 პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა.
მილუოკელთა რიგებში საუკეთესო ბრენდან ნაითი გახლდათ 27 ქულით.
“მილუოკი ბაქსს” მიმდინარე სეზონში 7 მოგება და ამდენივე წაგება დაუგროვდა, ჯეისონ კიდის შეგირდები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებენ.