“ბარსელონას” ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა “სევილიასთან” მატჩის შემდეგ ლეო მესის რეკორდის დამყარება მიულოცა.
“ჩვენ ყველანი ბედნიერები ვართ, მესიმ ისტორიული მიღწევა დაამყარა. მესი როცა ბედნიერია, მაშინ “ბარსელონაც” ბედნიერია”- ჩავის სიტყვებს Football Espana ციტირებს.
მესიმ “სევილიასთან” 3 გოლი გაიტანა და ესპანეთის პრიმერადივიზიონის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 253 გოლით.