ფეხბურთი

0:57 | 23.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

დაბრუნება: შვაინშტაიგერი მინდორზე, როისი - ლაზარეთში

საშინელი წელიწადია მარკო როისისთვის. გამოდის, გოლები გააქვს, ბრწყინვალედ თამაშობს და ზედიზედ 5 მატჩი ვერ გადაუბია ერთმანეთზე, რომ ისევ ტრავმას იღებს. კოჭის ტრავმა ბოლო ექვს თვეში მესამედ! როისი "პადერბორნი"-"დორტმუნდის" მეორე ტაიმის შუაში დაშავდა და საკაცით გაიყვანეს მინდვრიდან. რამდენი ხანი გაუცდება "დორტმუნდის" საუკეთესო ფეხბურთელს, ეს ჯერ უცნობია... ექიმები ხვალ უფრო დაზუსტებით იტყვიან.

იურგენ კლოპის გუნდმა პადერბორნში პირველი ტაიმი 2:0 მოიგო (ობამეიანგმა და როისმა გაიტანეს), თუმცა მეორე ნახევარში მასპინძლებმა იმარჯვეს და ფრეს მიაღწიეს – 2:2. უკვე მერამდენედ ხდება, რომ "პადერბორნის" მწვრთნელი ანდრე ბრაიტენრაიტერი ცვლილებას იცნობს და საერთოდაც, უკვე მერამდენედ, "პადერბორნი" მეორე ტაიმში ატრიალებს თამაშს. ყოჩაღ, ამ გუნდს და მის მწვრთნელსაც!

"ბაიერნმა" შინ 4:0 სძლია "ჰოფენჰაიმს". მატჩის ყველაზე ლამაზი გოლი მარიო გიოტცემ გაიტანა, როცა შორიდან აუღებელი დაურტყა მეკარეს. მთავარი მოვლენა კი ბასტიან შვაინშტაიგერის მინდორზე დაბრუნება და გოლი იყო – წლევანდელი მუნდიალის ერთ-ერთმა გმირმა სულ 13 წუთი ითამაშა და მოასწრო თავის გამოჩენა.

"შალკემ" "ვოლფსბურგს" საწყის 25 წუთში სამჯერ გაუტანა (აქედან ორი კამერუნელმა ჩუპო-მოტინგმა) და დარჩენილ დროში უფრო თავს იცავდა. "მგლებმა" ჯერ ივიცა ოლიჩის, შემდეგ კი ოლიჩის შემცვლელ ნიკლას ბენდტნერის გოლებით გააცოცხლეს ინტრიგა, თუმცა მეტი ვეღარ შესძლეს. მარცხის მიუხედავად, "ვოლფსბურგი" მეორე ადგილზე დარჩა.

ტურის მოულოდნელობა მიონხენგლადბახში ვიხილეთ, სადაც ლუსიენ ფავრის გუნდმა თავიდან მოახერხა წინ გასვლა და ტაიმი 1:0 მოიგო, მაგრამ სტუმარმა "აინტრახტმა" მეორე ტაიმი მშვენივრად ჩაატარა და სამი უპასუხო გოლი გაუტანა მესამე ადგილზე მყოფ "გლადბახს". საუკეთესო იყო შვეიცარიელი ჰარის სეფეროვიჩი, რომელმაც სამივე გოლში დაიდო წვლილი.

"ლევერკუზენმაც" გაიხსენა, თუ როგორია სტუმრად გამარჯვება და მოიგო იქ, სადაც საერთოდ უჭირთ მეტოქეებს – ჰანოვერში.

ბაიერნი-ჰოფენჰაიმი 4:0 (2:0)

ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ბენატია, ბოატენგი (დანტე 73), ბერნატი, ალონსო, გიოტცე (შვაინშტაიგერი 77), რიბერი, რობენი, თომას მიულერი (როდე 60), ლევანდოვსკი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, ბისაკჩიჩი, ზიულე, ელიონუსი (კიმი 85), ფირმინო, რუდი, შვიგლერი, შტრობლი, მოდესტე (შიპლოკი 70), ფოლანდი (შალაი 71)

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

გოლები: 1:0 გიოტცე (23), 2:0 ლევანდოვსკი (40), 3:0 რობენი (82), 4:0 შვაინშტაიგერი (87)

გაფრთხილება: შვიგლერი (28), ბოატენგი (31), ფოლანდი (53), ალონსო (88)

გაძევება: შალაი (90+1)

მსაჯი: გაგელმანი

გლადბახი-აინტრახტი 1:3 (1:0)

გლადბახი: ზომერი, დომინგესი, იანჩკე, კორბი, ვენდტი, ჰანი (აზარი 66), ჰერმანი (ტრაორე 76), ნორდვაიტი (ჰრგოტა 76), ჯაკა, კრუზე, რაფაელი

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

აინტრახტი: ვიდვალდი, ანდერსონი, ჩანდლერი, ოცზიპკა, რუში, აიგნერი (პიაზონი 90), ჰასებე, ინუი, მეიერი, შტენდერა (კიტელი 68), სეფეროვიჩი (მადლუნგი 90+1)

მწვრთნელი: თომას შააფი

გოლები: 1:0 ნორდვაიტი (5), 1:1 შტენდერა (54), 1:2 მეიერი (57), 1:3 ინუი (74)

გაფრთხილება: რუში (9), ჩანდლერი (60), ოცზიპკა (69), დომინგესი (75), ჰასებე (90), ჯაკა (90+1, 90+1)

გაძევება: ჯაკა (90+1)

მსაჯი: დანკერტი

ჰანოვერი-ლევერკუზენი 1:3 (0:0)

ჰანოვერი: ცილერი, მარსელო, ჰიროში საკაი, შულცი, გულსელამი (ბიტენკური 83), კიოტაკე, პრიბი (ალბორნოსი 73), შმიდებახი, შტინდლი (სობეხი 75), ბრიანი, ხოსელუ

მწვრთნელი: ტაიფუნ ქორქუთი

ლევერკუზენი: ლენო, ბიონიში, ჰილბერტი, სპაჰიჩი, ტოპრაკი, ბელარაბი (დრმიჩი 84), ლარს ბენდერი, ჩალჰანოღლუ, როლფესი (კასტრო 46), სონი, კისლინგი (იედვაი 90+1)

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

გოლები: 0:1 კისლინგი (47), 0:2 სონი (57), 1:2 გულსელამი (60), 1:3 ბელარაბი (72)

გაფრთხილება: როლფესი (16), გულსელამი (17), პრიბი (41), საკაი (79)

მსაჯი: ფრიტცი

მაინცი-ფრაიბურგი 2:2 (1:1)

მაინცი: კარიუსი, ბელი, ბროზინსკი, ბუნგერტი, დიასი (ნოვესკი 86), პარკი, გაისი, კუ, მალი (ჯურიჩიჩი 72), სამპერიო (ალაგუი 60), ოკაზაკი

მწვრთნელი: კასპერ ჰიულმანდი

ფრაიბურგი: ბურკი, გიუნტერი, მიტროვიჩი, ზორგი, ტორეხონი, დარეიდა, ჰოლფერი, კლაუსი (ფრანტიც 74), შმიდი, გუიდე (დანი შაჰინი 60), მეჰმედი (კერკი 85)

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

გოლები: 1:0 დიასი (27), 1:1 შმიდი (30), 1:2 მეჰმედი (58), 2:2 ბროზინსკი (88)

გაფრთხილება: კლაუსი (73)

მსაჯი: შიბერტი

პადერბორნი-დორტმუნდი 2:2 (0:2)

პადერბორნი: ლარს კრუზე, ჰარტჰერცი (საგლიკი 81), ჰანემაიერი (ჰაიმლოტი 35), რაფა, შტროდიკი, ბაკალორცი, კოჩი, უალი (კაჩუნგა 46), რუპი, შტოპელკამპი, ვრანჩიჩი

მწვრთნელი: ანდრე ბრაიტენრაიტერი

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, პიშჩეკი, სუბოტიჩი, გინტერი, დურმი, კელი, გუნდოგანი, კაგავა (გროსკროიცი 58), მხითარიანი (რამოსი 86), როისი (იოჯიჩი 66), ობამეიანგი

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 0:1 ობამეიანგი (12), 0:2 როისი (45), 1:2 რუპი (60), 2:2 საგლიკი (81)

გაფრთხილება: ბაკალორცი (65), ჰარტჰერცი (76), ობამეიანგი (84), საგლიკი (85)

მსაჯი: შტარკი

შალკე –ვოლფსბურგი 3:2 (3;1)

შალკე: ფერმანი, ფუხსი, ჰიოვედესი, კირჰოფი (მატიპი 72), სანტანა, უჩიდა, Kევინ-პრინს ბოატენგი, ჰიოგერი, ნოიშტადტერი, ჩუპო-მოტინგი, ჰუნტელაარი (აიჰანი 90)

მწვრთნელი: რობერტო დი მატეო

ვოლფსბურგი: ბენალიო, კნოჩე, ნალდო, როდრიგესი, ტრაში (ჰუნტი 46), დე ბრუინი, გულავოგი (მალანდა 63), ლუის გუსტავო, პერიშიჩი, ვიერინია, ოლიჩი (ბენდტნერი 72)

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გოლები: 1:0, 2:0 ჩუპო-მოტინგი (10, 22), 3:0 ფუხსი (25), 3:1 ოლიჩი (36), 3:2 ბენდტნერი (74)

გაფრთხილება: ლუის გუსტავო (77), ჰუნტელაარი (87)

მსაჯი: ჰარტმანი

კიოლნი-ჰერტა 1:2 (0;1)

კიოლნი: ჰორნი, ბრეჩკო (ფინი 88), ჰექტორი, მავრაი, ოლკოვსკი, ვიმერი, გერჰარდტი (ოსაკო 46), ლემანი, სვენტო (ჰალფარი 73), ვიოგტი, უჯა

მწვრთნელი: პეტერ შტიოგერი

ჰერტა: კრაფტი, ბრუქსი, ნჯენგი, ბენ-ჰატირ (ჰარაგუჩი 73), ჰეგელერი, ჰასოგაი, შულცი, შკიელბრედი, შტოკერი (ნიმაიერი 61), ბერენსი, შიბერი (კალუ 83)

მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი

გოლები: 0:1 ბერენსი (28), 1:1 უჯა (58), 1:2 ნჯენგი (86)

გაფრთხილება: შტოკერი (23), ნიმაიერი (67), შკიელბრედი (90)

მსაჯი: შტიბერი

0.161284