ფეხბურთი

22:00 | 22.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

არსენ ვენგერი ტიერი ანრის “არსენალში” დაბრუნებას არ გამორიცხავს

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ მისი ყოფილი შეგირდი ტიერი ანრი კარიერის დასრულების შემდეგ, შესაძლოა მის სამწვრთნელო შტაბში მიიწვიოს.

ვენგერის თქმით, გამორიცხული არაფერია და იგი თავის ყოფილი შეგირდებთან სიამოვნებით იმუშავებდა.

“მას ყველაფერი აქვს მწვრთნელობისთვის. გამორიცხული არაფერია, სასიამოვნო იქნებოდა ჩემს ყოფილ შეგირდებთან მუშაობა. ვინც, აქ გადაწყვეტს მოსვლას და დილით ადრე სამუშაოდ გაიღვიძებს, მე სიამოვნებით შევეგებები” - განაცხადა ვენგერმა პრესკონფერენციაზე.

ტიერი ანრი “არსენალის” რიგებში 1999_2007 და 2012 წელს ასპარეზობდა და 258 შეხვედრაში 175 გოლი გაიტანა.

0.116578