როდესაც საკალათბურთო სუპერლიგის მეხუთე ტურის განრიგს გავეცანით, საინტერესოდ უფრო პარასკევს რუსთავსა და ქუთაისში დანიშნული მატჩები მოგვეჩვენა. არცაა გასაკვირი – ქვემოქართლისა და საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქში ხომ 4 უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლი კოლექტივები ასპარეზობდნენ. მაყურებელთა მოლოდინი გამართლდა. “ბათუმის”, “ქუთაისისა” და განსაკუთრებით “რუსთავისა” და “დინამოს” მონაწილეობით კარგი ორთაბრძოლები ჩატარდა, თუმცა, თბილისის სპორტის სასახლეში შაბათს შეკრებილ გულშემატკივარსაც არანაკლებად გაუმართლა.
პირველები პარკეტზე “მგზავრები-არმია” და “სოხუმი” გავიდნენ. დღემდე ვაჟა კვარაცხელიას გუნდს მოგებათა გრაფაში ნული ეწერა და გუნდი პირველი წარმატების მიღწევას ბუბა ბერიშვილის შეგირდებთან გეგმავდა. თავიდან “მგზავრები” 5:1 დაწინაურდნენ, რასაც სოხუმელებმა 12:0 “გაქცევა” მოაყოლეს და 13:8 დაწინაურდნენ. თითქოს, უფრო გამოცდილი მოთამაშეებით დაკომპლექტებულ გუნდს თავისი უპირატესობა უნდა განევითარებინა, მაგრამ კარგა ხნის გამავლობაში ასე არ ხდებოდა. მეოთხე პერიოდის დასაწყისამდე ყველაზე დიდი უპირატესობით სოხუმელები სწორედ 8 ქულით იყვნენ დრო და დრო დაწინაურებულები, მგზავრები კი ბოლომდე იბრძოდნენ, ქულათა სხვაობა ხშირად მინიმუმამდე დაჰყავდათ, მესამე პერიოდის დასაწყისში კი სულაც 46:45 დაწინაურდნენ. ამავე მეოთხედის ბოლო წამამდე ანგარიში საყაიმო იყო, თუმცა, ზედ საფინალო სირენის წინ რატი ბააკაშვილმა ზუსტად გაისროლა სამიანი და დასკვნითი ათწუთეულის წინ “სოხუმი” 58:55-ს იგებდა.
მეოთხე პერიოდის დასაწყისში “მგზავრებმა” ანგარიში 56:58 გახადეს, რასაც ირაკლი ჩლაიძემ სამქულიანით უპასუხა (61:56) და ამის შემდგომ სოხუმელთა უპირატესობა გამოიკვეთა. ისინი მეთოდურად ზრდიდნენ ანგარიშში სხვაობას და საბოლოოდ 82:68 იმარჯვეს.
მარცხის მიუხედავად, “მგზავრები-არმიას” კალათბურთელები ქების ღირსნი არიან. ძირითადი მეფარის რევაზ ათანელიშვილის გარეშე მათ წინა ტურში “ოლიმპს” მოუგეს, დღეს კი ირაკლი ჩლაიძის, ლაშა ფარღალავას, გრიგოლ შვანგირაძის, გიორგი ჯგერენაიას “სოხუმს” ტოლ-სწორად ეთამაშნენ. გამარჯვებულთაგან სწორედ ეს მოთამაშეები უნდა გამოვარჩიოთ. მათ, ფარღალავას გამოკლებით, კარგი სტატისტიკა ჰქონდათ, ლაშა კი მიმდინარე სეზონში ტრადიციულად მეორე პერიოდიდან გავიდა პარკეტზე და ამჯერად უფრო ასისტენტის ფუნქცია იტვირთა. ჩვენი აზრით, ამ ამოცანას ფარღალავამ თავი კარგად გაართვა, რასაც მის მიერ შესრულებული 7 შედეგიანი გადაცემაც მოწმობს.
მეხუთე ტურის დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი “შსს აკადემია” და “ოლიმპი” წარსდგნენ. წინასამატჩოდ ფავორიტი კოტე ტუღუშის გუნდი იყო, მაგრამ გია კაზანჯიანის შეგირდებმა ამჯერადაც მონდომებით ითამაშეს და მოწინააღმდეგის ბანაკი გვარიანადაც ანერვიულეს. წინა ტურების მიმოხილვისას ოლიმპელთა მისამართით საქებარი სიტყვები არ დაგვიშურებია და დღესაც ახალგაზრდა კალათბურთელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. კაზანჯიანის შეგირდები დაცვაშიც უნარიანად თამაშობენ და შეტევისას გააზრებულ კომბინაციებსაც ათამაშებენ. პირველი ტაიმი “ოლიმპმა” 37:30 მოიგო და გუნდი მეოთხე პერიოდის წინაც ფლობდა საქულე უპირატესობას 52:50. ჩვენი აზრით, გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც 4 პერსონალური შენიშვნის გამო ნოდარ გოგოძეს სათადარიგოთა სკამზე მოუწია გარკვეული პერიოდით დაჯდომა. ამასთან, ბექა წივწივაძის, გიორგი შარაბიძის, გიორგი ცინცაძის გამოცდილებამ და ოსტატობამ (მეტად საჭირო სამქულიანები ჩააგდო აკაკი ლომოურმაც) თავისი გაიტანა და აკადემიელებმა 82:72 იმარჯვეს.
ოლიმპელთაგან მატჩში მონაწილეობა განაცხადში შეყვანილმა 12-ივე კალათბურთელმა მიიღო და ყველა მათგანმა მეტ-ნაკლებად კარგად იასპარეზა. ამასთან, კაზანჯიანის გუნდში ქულები 11-მა მოთამაშემ გააკეთა. “შსს აკადემიას” რაც შეეხება, კოტე ტუღუშმა განაცხადში შეყვანილთაგან 4 მათგანი საერთოდ არ ათამაშა, ძირითადმა დატვირთვამ კი 7 მოთამაშეზე გადაიარა. თუკი მომდევნო მატჩებშიც აკადემიელებმა მხოლოდ 7-8 კალათბურთელი დატვირთეს, ვფიქრობთ, საამსეზონოდ დასახული მიზნების ასრულება გაუჭირდებათ...
სუპერლიგის რეგულარული პირველობის მატჩები 19-20 დეკემბერს განახლდება, მანამდე კი გუნდები საქართველოს ეროვნული თასის მეოთხედფინალურ პაექრობებს ჩაატარებენ.
ქ. თბილისი, სპორტის სასახლე | მგზავრები-არმია 68 - 82 სოხუმი | 22.11.14, 14:00 | |
|
|
| გუნდი | 1 | 2 | 3 | 4 | ჯამ | | | მგზავრები-არმია | 17 | 19 | 19 | 13 | 68 | | სოხუმი | 22 | 19 | 17 | 24 | 82 | |
|
მგზავრები-არმია | | | | წუთ | 2–ქულიანი | 3–ქულიანი | საჯარიმოები | მოხსნები | პას | ჯარ | დაკ | ჩაჭ | დაფ | ქულ | | | | | ჩ | ნ | % | ჩ | ნ | % | ჩ | ნ | % | მ | ს | ჯამ | | 4 | ირაკლი გულისაბედაშვილი | | 27:23 | 1 | 2 | 50 | 1 | 3 | 33.3 | 0 | 0 | 0 | 1 | 2 | 3 | 2 | 1 | 1 | 0 | 0 | 5 | 5 | იოსებ ლეჟავა | * | 15:54 | 2 | 3 | 66.7 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 2 | 2 | 2 | 1 | 1 | 0 | 0 | 4 | 6 | ტატო ჩაჩიბაია | * | 22:46 | 2 | 4 | 50 | 1 | 3 | 33.3 | 1 | 2 | 50 | 0 | 2 | 2 | 1 | 3 | 6 | 2 | 1 | 8 | 7 | დავით მაისურაძე | * | 22:05 | 2 | 8 | 25 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 2 | 7 | 9 | 0 | 0 | 2 | 1 | 0 | 4 | 8 | მერაბ ბოქოლიშვილი | * | 31:36 | 6 | 10 | 60 | 1 | 5 | 20 | 5 | 7 | 71.4 | 0 | 3 | 3 | 4 | 1 | 3 | 1 | 0 | 20 | 9 | თეიმურაზ ბაბუნაშვილი | * | 18:05 | 1 | 3 | 33.3 | 0 | 4 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 2 | 2 | 0 | 4 | 1 | 0 | 0 | 2 | 10 | ილია შიოლაშვილი | | 01:57 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 11 | ლუკა ზაქრაძე | | 17:22 | 0 | 4 | 0 | 0 | 2 | 0 | 4 | 4 | 100 | 0 | 3 | 3 | 2 | 2 | 2 | 3 | 0 | 4 | 23 | კახაბერ ჯინჭარაძე | | 02:08 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 24 | ოთარ ბულიავა | | 20:24 | 2 | 3 | 66.7 | 2 | 4 | 50 | 1 | 2 | 50 | 0 | 4 | 4 | 3 | 0 | 0 | 1 | 0 | 11 | 25 | დავით იოსელიანი | | 15:03 | 3 | 4 | 75 | 0 | 0 | 0 | 2 | 2 | 100 | 2 | 5 | 7 | 0 | 4 | 1 | 1 | 0 | 8 | 77 | სანდრო სანაძე | | 05:17 | 1 | 3 | 33.3 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 2 | | | | | | | | | | | | | | 1 | 1 | 2 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 | 0 | | 20 | 44 | 45.45 | 5 | 21 | 23.81 | 13 | 17 | 76.47 | 6 | 32 | 38 | 14 | 17 | 19 | 9 | 1 | 68 | | | სოხუმი | | | | წუთ | 2–ქულიანი | 3–ქულიანი | საჯარიმოები | მოხსნები | პას | ჯარ | დაკ | ჩაჭ | დაფ | ქულ | | | | | ჩ | ნ | % | ჩ | ნ | % | ჩ | ნ | % | მ | ს | ჯამ | | 4 | მიხეილ ჩიტაშვილი | | 08:45 | 1 | 1 | 100 | 2 | 6 | 33.3 | 0 | 0 | 0 | 0 | 2 | 2 | 2 | 2 | 2 | 1 | 0 | 8 | 5 | ბექა ჭიჭვეიშვილი | | 00:00 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 7 | ირაკლი ჩლაიძე | * | 36:05 | 6 | 9 | 66.7 | 4 | 9 | 44.4 | 1 | 4 | 25 | 2 | 5 | 7 | 3 | 3 | 3 | 1 | 0 | 25 | 8 | გიორგი კვეტენაძე | | 17:32 | 2 | 3 | 66.7 | 0 | 6 | 0 | 0 | 0 | 0 | 2 | 2 | 4 | 0 | 0 | 1 | 0 | 0 | 4 | 9 | დიმიტრი დვალიშვილი | | 03:37 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 | 1 | 3 | 33.3 | 0 | 1 | 1 | 0 | 0 | 1 | 1 | 0 | 1 | 11 | გრიგოლ შვანგირაძე | * | 31:12 | 4 | 6 | 66.7 | 1 | 5 | 20 | 1 | 1 | 100 | 5 | 5 | 10 | 1 | 4 | 2 | 0 | 1 | 12 | 13 | ვატო ბააკაშვილი | * | 28:51 | 2 | 4 | 50 | 2 | 6 | 33.3 | 3 | 3 | 100 | 0 | 2 | 2 | 4 | 2 | 1 | 1 | 1 | 13 | 14 | გიორგი რევაზაშვილი | * | 13:08 | 2 | 3 | 66.7 | 0 | 0 | 0 | 1 | 1 | 100 | 1 | 1 | 2 | 0 | 3 | 0 | 0 | 0 | 5 | 15 | გიორგი ჯგერენაია | * | 30:37 | 5 | 14 | 35.7 | 0 | 1 | 0 | 2 | 3 | 66.7 | 5 | 11 | 16 | 2 | 2 | 6 | 3 | 3 | 12 | 21 | გიორგი ფერიაშვილი | | 02:57 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 2 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 22 | დავით დეკანოიძე | | 00:00 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 55 | ლაშა ფარღალავა | | 27:16 | 1 | 2 | 50 | 0 | 2 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 2 | 3 | 7 | 1 | 3 | 0 | 0 | 2 | | | | | | | | | | | | | | 1 | 1 | 2 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | | 23 | 42 | 54.76 | 9 | 36 | 25.00 | 9 | 17 | 52.94 | 17 | 32 | 49 | 19 | 17 | 19 | 7 | 5 | 82 | | | |
დასაბეჭდი ვერსია |
|
მსაჯები: მაკა კუპატაძე, ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი; კომისარი: მერაბ რატიშვილი | |
ქ. თბილისი, სპორტის სასახლე | შსს აკადემია 82 - 72 ოლიმპი | 22.11.14, 16:00 | |
|
|
| გუნდი | 1 | 2 | 3 | 4 | ჯამ | | | შსს აკადემია | 17 | 13 | 20 | 32 | 82 | | ოლიმპი | 21 | 16 | 16 | 19 | 72 | |
|
შსს აკადემია | | | | წუთ | 2–ქულიანი | 3–ქულიანი | საჯარიმოები | მოხსნები | პას | ჯარ | დაკ | ჩაჭ | დაფ | ქულ | | | | | ჩ | ნ | % | ჩ | ნ | % | ჩ | ნ | % | მ | ს | ჯამ | | 5 | რევაზ როგავა | * | 28:46 | 1 | 2 | 50 | 1 | 7 | 14.3 | 2 | 2 | 100 | 2 | 1 | 3 | 0 | 3 | 2 | 4 | 1 | 7 | 7 | ბექა ჩიკვილაძე | * | 23:44 | 2 | 4 | 50 | 1 | 7 | 14.3 | 0 | 3 | 0 | 0 | 2 | 2 | 1 | 3 | 1 | 5 | 0 | 7 | 8 | გიორგი ცინცაძე | | 31:07 | 4 | 6 | 66.7 | 1 | 4 | 25 | 6 | 8 | 75 | 0 | 6 | 6 | 6 | 1 | 3 | 4 | 0 | 17 | 9 | ლევან ლოლიშვილი | | 09:59 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 4 | 0 | 0 | 0 | 0 | 10 | გიორგი შარაბიძე | * | 36:10 | 10 | 10 | 100 | 0 | 0 | 0 | 1 | 1 | 100 | 5 | 4 | 9 | 1 | 3 | 8 | 0 | 0 | 21 | 13 | ბექა წივწივაძე | * | 36:29 | 2 | 5 | 40 | 3 | 7 | 42.9 | 4 | 4 | 100 | 0 | 4 | 4 | 7 | 1 | 3 | 0 | 0 | 17 | 20 | აკაკი ლომოური | * | 29:55 | 0 | 1 | 0 | 3 | 5 | 60 | 2 | 2 | 100 | 1 | 4 | 5 | 2 | 3 | 0 | 1 | 0 | 11 | 54 | იოსებ ბიბილური | | 03:50 | 1 | 2 | 50 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 2 | 1 | 3 | 1 | 1 | 1 | 0 | 0 | 2 | 61 | დავით ნოზაძე | | 00:00 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 62 | ბექა ნადირაძე | | 00:00 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 91 | ვასილ კუტალაძე | | 00:00 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 23 | გიორგი ჩაჩხიანი | | 00:00 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | | | | | | | | | | | | | | 1 | 5 | 6 | 0 | 0 | 0 | 2 | 0 | 0 | | 20 | 30 | 66.67 | 9 | 31 | 29.03 | 15 | 20 | 75.00 | 11 | 27 | 38 | 18 | 19 | 20 | 14 | 1 | 82 | | | ოლიმპი | | | | წუთ | 2–ქულიანი | 3–ქულიანი | საჯარიმოები | მოხსნები | პას | ჯარ | დაკ | ჩაჭ | დაფ | ქულ | | | | | ჩ | ნ | % | ჩ | ნ | % | ჩ | ნ | % | მ | ს | ჯამ | | 1 | ლერი კვანტალიანი | | 12:39 | 1 | 5 | 20 | 1 | 2 | 50 | 1 | 2 | 50 | 1 | 4 | 5 | 1 | 2 | 0 | 1 | 0 | 6 | 3 | საბა ლობჟანიძე | | 10:12 | 0 | 1 | 0 | 1 | 4 | 25 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 | 3 | 4 | ნუგზარ აბულაძე | * | 21:39 | 1 | 2 | 50 | 1 | 3 | 33.3 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 4 | 7 | 2 | 0 | 5 | 5 | კოკა ტომარაძე | | 21:31 | 1 | 5 | 20 | 3 | 7 | 42.9 | 0 | 0 | 0 | 1 | 3 | 4 | 2 | 2 | 0 | 0 | 0 | 11 | 6 | გეგი ბაქრაძე | | 13:42 | 5 | 6 | 83.3 | 0 | 0 | 0 | 0 | 2 | 0 | 1 | 2 | 3 | 0 | 1 | 1 | 0 | 2 | 10 | 8 | კახა ტომარაძე | * | 15:03 | 0 | 0 | 0 | 1 | 3 | 33.3 | 1 | 1 | 100 | 1 | 0 | 1 | 1 | 2 | 1 | 0 | 0 | 4 | 9 | ნოდარ გოგოძე | * | 24:35 | 1 | 4 | 25 | 2 | 6 | 33.3 | 2 | 2 | 100 | 0 | 0 | 0 | 1 | 4 | 3 | 1 | 0 | 10 | 10 | ზურაბ მაჩალაძე | | 19:06 | 1 | 3 | 33.3 | 0 | 1 | 0 | 3 | 4 | 75 | 5 | 3 | 8 | 4 | 4 | 0 | 1 | 0 | 5 | 11 | ირაკლი ალხანაიძე | * | 18:25 | 2 | 5 | 40 | 0 | 1 | 0 | 3 | 4 | 75 | 4 | 4 | 8 | 1 | 3 | 5 | 0 | 0 | 7 | 12 | მერაბ მირზიაშვილი | * | 16:08 | 4 | 4 | 100 | 0 | 0 | 0 | 1 | 1 | 100 | 0 | 1 | 1 | 1 | 1 | 2 | 1 | 0 | 9 | 34 | ზვიად ანთაძე | | 18:10 | 1 | 3 | 33.3 | 0 | 3 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 3 | 3 | 2 | 1 | 1 | 0 | 0 | 2 | 33 | ნიკოლოზ ლომიძე | | 08:50 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 3 | 2 | 0 | 2 | 0 | 0 | | გიორგი გუგეშაშვილი | | | | | | | | | | | | 2 | 2 | 4 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | | 17 | 38 | 44.74 | 9 | 30 | 30.00 | 11 | 16 | 68.75 | 15 | 22 | 37 | 17 | 26 | 20 | 9 | 2 | 72 | | | |
დასაბეჭდი ვერსია |
|
მსაჯები: მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილი, დავით ბერიშვილი; კომისარი: როლანდ ხომერიკი | |
1 | დინამო | 5 | 5 / 0 | 405 / 333 | 10 |
2 | რუსთავი | 5 | 4 / 1 | 425 / 367 | 9 |
3 | შსს აკადემია | 5 | 4 / 1 | 410 / 382 | 9 |
4 | ქუთაისი | 5 | 3 / 2 | 353 / 348 | 8 |
5 | მგზავრები-არმია | 5 | 1 / 4 | 329 / 387 | 6 |
6 | ბათუმი | 5 | 1 / 4 | 335 / 360 | 6 |
7 | სოხუმი | 5 | 1 / 4 | 366 / 418 | 6 |
8 | ოლიმპი | 5 | 1 / 4 | 385 / 413 | 6 |
superleague.ge-ს სტატისტიკა