ფეხბურთი

20:08 | 22.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

 “ზუგდიდმა” იბრძოლა, მაგრამ...

„ზუგდიდისა“ და თბილისის „დინამოს“ დაპირისპირება ზუგდიდში „ბაიას“ ბაზაზე შედგა. სანამ უშუალოდ მატჩზე ვიტყოდეთ, სასიამოვნო სანახავი იყო ის, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე დასასწრებად დიდი რაოდენობით მოვიდა ადგილობრივი გულშემატკივარი, რაც იმას მოწმობს, რომ ზუგდიდში ძალიან უყვართ ფეხბურთი.

„დინამოს“ კი თავისი ერთგული გულშემატკივრები „გლადიატორები“ ჩამოყვნენ და შემართებით ქომაგობდნენ საკუთარ გუნდს მთელი მატჩის განმავლობაში.

ქართული ფეხბურთის ფლანგმანმა მართალია სასურველი სამი ქულა წაიღო სამეგრელოდან, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ იოლი გასეირნება ჰქონოდათ დინამოელებს. „ზუგდიდმა“ ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ როგორც იტყვიან, ძალა აღმართს ხნავს, კლასმა და გამოცდილებამ მაინც თავისი გავლენა იქონია შეხვედრაზე.

პირველი მეტ-ნაკლებად სახიფათო ეპიზოდი სტუმართა კართან შეიქმნა, როცა შოთა ლომიას მიერ შესრულებული ჯარიმის დროს ახლოს ჩაუქროლა „დინამოს“ კარს ბურთმა. საპასუხო იერიში კი საკმაოდ მწვავე გამოდგა და რომ არა ზუგდიდელთა კიპერის ბრწყინვალე თამაში „დინამო“ ანგარიშს გახსნიდა, თევდორაძემ ჯერ ნიკა ჭანტურიას აუღო ახლო მანძილიდან, დამატებაზე კი საბანაძეს არ გაატანინა. სულ მალე ლომიას შესრულებული ჯარიმის შემდეგ ვალიკო ტყემალაძეს ჰქონდა კარგი შანსი, თუმცა მისი თავური დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

33-ე წუთზე ჩირგაძე გაიყვანეს თანაგუნდელებმა კარგ პოზიციაზე, ჩირგაძემ კარგად გაისწორა ბურთი და ჭკვიანურად კი ურტყამდა, მაგრამ ზუგდიდელი მცველები გადაეღობნენ ბურთს და ხიფათიც განიმუხტა.

მე-40 წუთზე იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია ბესიკ შეროზიას, როგორც შემდგომში გაირკვა მასპინძლების მცველს ბაქარ მირცხულავას ძველი ტრავმა გაუმიზეზდა და შესაცვლელი გახდა, მისი ადგილი ლომაიამ დაიკავა.

პირველმა ტაიმმა მიუხედავად მწვავე თამაშისა, გატანილი გოლების გარეშე ჩაიარა.

მეორე ტაიმი საწყის წუთებში პირველი ხიფათი ისევ მასპინძლებმა შექმნეს, შოთა ლომიამ საჯარიმო ხაზის მისადგომებიდან ძლიერად გაისროლა, მიგინეიშვილმა ნახტომში კუთხურზე მოიგერია ბურთი.

მეორე ნახევარში მასპინძლებს დაღლა დაეტყოთ, „ზუგდიდი“ იბრძოდა, მაგრამ საბოლოო ფაზაში გამოსაყენებელი ეპიზოდების დაგვირგვინება უჭირდა. დინამოელთა დამრიგებელმა კახი გოგიჩაიშვილმა მეორე ნახევარში ცვლილებები განახორციელა. პაპავას ნაცვლად ესპანელი ლეგიონერი ჩისკო გამოიყვანა და ცვლილებამაც გაამართლა, რადგან 70-ე წუთზე სწორედ ესპანელმა წამოიწყო შეტევა, რომელიც გოლით დაგვირგვინდა, ფლანგზე კაკაბაძემ ითამაშა კარგად, მცველი ჩამოიტოვა და საჯარიმოში შევიდა, მის დარტყმულს კი გაუმკლავდა თევდორაძე, მაგრამ დამატებაზე პაპუნაშვილთან უძლური იყო.

გაშვებული გოლის მიუხედავად, „ზუგდიდს“ ფარხმალი არ დაუყრია და ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდის დროს ღონღაძის მიერ თითქოს ჩაწოდებული ბურთი კარისკენ წავიდა, მაგრამ გამოცდილმა მიგინეიშვილმა კუთხურზე შეძლო ბურთის გადაგდება.

საპასუხო კონტრიერიშში კი მეორე გოლი გაიტანეს „დინამოელებმა“, მეკარე თევდორაძესთან პირიპირ გასულმა ჩისკომ კარგად ითამაშა, მან ადვილად მოატყუა მასპინძელთა კიპერი და მარცხენა დაბალ კუთხეში გადაგზავნა ბურთი.

მეორე გაშვებული გოლის შემდეგ, თითქოს თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ეხვაიას მიერ 90-ე წუთზე გატანილმა გოლმა გულშემატკივარი გამოაცოცხლა და „ზუგდიდი“ დარჩენილ დამატებით წუთებში მთელი გუნდით გადავიდა შეტევაზე, თუმცა საერთო სურათი არ შეცვლილა და საბოლოოდ სასურველი 3 ქულა ჩაიწერა „დინამომ“.

ბესიკ შეროზია: „ ალბათ ქულის აღება შეიძლებოდა, მაგრამ კლასით გვაჯობეს. მიუხედავად ამისა, ბიჭებმა იბრძოლეს, ჟინით ითამაშეს და მოგება თუ არა ქულის აღება შეგვეძლო. მადლობას ვუხდი ბიჭებს ბრძოლისთვის.“

კახი გოგიჩაიშვილი: „ დაძაბული თამაში გამოვიდა, „ზუგდიდს“ ყოველთვის ჰყავს ბრძოლისუნარიანი გუნდი და ეს დღესაც გამოჩნდა. გვინდა, რომ პირველი წრე პირველ ადგილზე დავასრულოთ და კარგია დღეს სამი ქულა რომ მოვიპოვეთ.

„ზუგდიდი“ (ზუგდიდი) – „დინამო“ (თბილისი) 1:2 (0:0)

ზუგდიდი. 22 ნოემბერი. „ბაიას ბაზა.“ 800 მაყურებელი

„ზუგდიდი“: თევდორაძე, რიგვავა, მირცხულავა (ლომაია, 40), ღონღაძე, აკობია, ტყემალაძე, კობერიძე, ლომია, წურწუმია (გულორდავა 75), ფარჯიკია, (კუკავა, 68), ეხვაია.

მთავარი მწვრთნელი: ბესიკ შეროზია

„დინამო“: მიგინეიშვილი, კაკაბაძე, ჭანტურია, ცინცაძე, პაპუნაშვილი (ლობჟანიძე, 75), საბანაძე (საჯაია, 90), პარუნაშვილი, პაპავა (ჩისკო, 69), ჩირგაძე, გველესიანი, შერგელაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი

გოლები: 0:1 პაპუნაშვილი (70), 0:2 ჩისკო (88), 1:2 ეხვაია (90).

გაფრთხილება: პაპუნაშვილი (30), ღონღაძე (54), ტყემალაძე (56), რიგვავა (84), საჯაია (90)

მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

1.

დინამო თბილისი

13

9

2

2

25:10

29

2.

დილა

13

7

3

3

19:11

24

3.

სპარტაკი

13

7

2

4

13:18

23

4.

სამტრედია

13

6

3

4

14:10

21

5.

დინამო ბათუმი

13

6

2

5

13:12

20

6.

მეტალურგი

13

5

4

4

17:14

19

7.

მერანი

13

5

4

4

11:9

19

8.

ჩიხურა

13

5

4

4

15:14

19

9.

ზესტაფონი

13

4

6

3

27:18

18

10.

ტორპედო

13

3

7

3

16:15

16

11.

გურია

13

3

6

4

14:22

15

12.

შუქურა

13

3

5

5

12:16

14

13.

სიონი

13

3

3

7

12:19

12

14.

ვიტ ჯორჯია

13

3

2

8

11:16

11

15.

კოლხეთი

13

2

5

6

9:15

11

16.

ზუგდიდი

13

2

4

7

8:17

10

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

7 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი)

4- კობა შალამბერიძე (გურია), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), ჩისკო (დინამო თბილისი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლია ქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.253442