ფეხბურთი

17:23 | 9.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაისის აგენტმა "მილანთან" მოლაპარაკება დაადასტურა

გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრებისა და "მაინცის" ცენტრალური ნახევარმცველი იოჰანეს გაისი "მილანთან" მოლაპარაკებას აწარმოებს. ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტმა, ბიორნ ბეზემერმა დაადასტურა.

"მართალია, ჩვენ ვკონტაქტობთ იტალიელებთან. ამ ეტაპზე მეტის თქმა არ შემიძლია. ნებისმიერი ფეხბურთელისთვის პატივია ისეთი კლუბის მხრიდან დაინტერესება, როგორიც "მილანია"." - განაცხადა გაისის აგენტმა.

ახალგაზრდა ფეხბურთელს "მაინცთან" კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მის მიმართ ინტერესს დორტმუნდის "ბორუსიაც" იჩენს. გაისი "მაინცში" "ფიურტიდან" 2013 წლის ზაფხულში, 900 000 ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ფეხბურთელს გერმანიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.

ამ სეზონში 21 წლის ნახევარმცველმა 14 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემაც შეასრულა. წინა სეზონში მან ბუნდესლიგის 33 შეხვედრაში ითამაშა და პირად აქტივში ერთ გოლთან ერთად 7 საგოლე პასიც ჰქონდა. ბუნდესლიგაში იგი სტაბილურობით გამოირჩევა და მოედანზე საშუალოდ 82 წუთს ატარებს. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 7 მილიონ გირვაქას შეადგენს.

0.117515