ინგლისის “ლივერპულის” მთავარ მწვრთნელს ბრენდან როჯერსს ლონდონის “ვესტ ბრომვიჩიდან” საიდო ბერაინოს შეძენა სურს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი იუწყება.
კლუბმა შესაძლოა 21 წლის ფორვარდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის პირველივე დღეებში მიიწვიოს. “ვესტ ბრომვიჩს” საუკეთესო ბომბარდირის გაყიდვისგან 15 მილიონ გირვანქაზე მეტის მიღება შეუძლია. თუმცა, კლუბს ფეხბურთელის შენარჩუნება და მისთვის გაუმჯობესებული პირობებით ახალი კონტრაქტის შეთავაზება სურს. თუ ზამთარში გარიგება არ შედგება, მაშინ, “ლივერპული” ბერაინოს საკითხს ზაფხულში დაუბრუნდება.
მიმდინარე სეზონში 21 წლის ბერაინომ პრემიერლიგაში 11 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მან ლიგის თასზე ჩატარებულ სამ შეხვედრაში მეტოქეთა კარი ერთხელ აიღო.: