ფეხბურთი

11:58 | 22.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

კალჩო “მადონინას” მოლოდინში

იტალიის ჩემპიონატის მოყვარულებს ამ უიქ-ენდზე საკმაოდ საინტერესო მატჩები ელით. განსაკუთრებულ ინტერესს ორი შეხვედრა იწვევს - დღეს ღამე, რომში “ლაციო” “იუვენტუსს” მიიღებს, ხოლო ტურის მშვენება უდაოდ კვირას გასამართი შეხვედრაა, რომელშიც ერთმანეთს “მილანი” და “ინტერი” დაუპირისპირდებიან.

“ატალანტა” - “რომა”

თარიღი: 22 ნოემბერი, 21:00 საათი

ადგილი: ბერგამო, “ატლეტი აძური”

სანაკრებო პაუზით გამოწვეული შესვენების შემდეგ, იტალიის სერია A-ს მე-12 ტური დღეს, ბერგამოში “ატალანტა” - “რომას” შეხვდერით განახლდება. გუნდებს მიმდინარე სეზონში განსხვავებული მიზნები ამოძრავებთ, თუ ბერგამოელებისთვის მთავარი კალჩოში ადგილის შენარჩუნებაა, რომაელებს მხოლოდ სკუდეტოსთვის ფიქრი უტრიალებთ თავში. მასპინძლებს ბოლო ოთხ თამაშში მხოლოდ 3 ქულა აქვთ მოპოვებული და გასავარდნ ზონას 2 ქულა აშორებთ, ხოლო რომაელებს წაფორხილების უფლება არ აქვთ, რადგან ლიდერ “იუვენტუსს” 3 ქულით უკვე ჩამორჩებიან.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ატალანტა” (4-4-2): სპორტიელო; ძაპაკოსტა, ბიავა, სტენდარდო, დრამე; რაიმონდი, მილიაჩო, კარმონა, გომესი; დენისი, მორალესი

“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; ტოროსიდისი, მანოლასი, ასტორი, ჰოლებასი; ნაინგოლანი, დე როსი, პიანიჩი; იტურბე, დესტრო, ლიაიჩი

“ლაციო” - “იუვენტუსი”

თარიღი: 22 ნოემბერი, 23:45 წუთი

ადგილი: რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

დღის ცენტრალური და ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი რომში გაიმართება. “ლაციოს” და “იუვენტუსის” შეხვედრა ყოველთვის გამოირჩეოდა დაძაბულობით. მასპინძლები მიმდინარე სეზონში ევრო საგზურის მოპოვებას ისახავენ მიზნად. გუნდმა სეზონი ცუდად დაიწყო, თუმცა შემდეგ, შედეგები გამოასწორა და ახლა მე-5 ადგილზე იმყოფება. ტურინელები კი ისევ დამაჯერებლად თამაშობენ და ზედიზედ მე-4 სკუდეტოსკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ. წინა ტურში “ვეკია სინიორამ” “პარმა” 7:0 გაანადგურა და არც “ბიანკოჩელესტეს” წინააღდეგ უნდა აპირებდეს ქულების განიავებას.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, დე ვრეი, სანა, ბრაიფიედი; პაროლო, ბილია, ლულიჩი; კანდრევა, ჯორჯევიჩი, კეიტა

“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, პადოინი; პოგბა, პირლო, პერეირა; მარკიზიო; ტევესი, ლორენტე

“ტორინო” - “სასუოლო”

თარიღი: 23 ნოემბერი, 15:30 წუთი

ადგილი: ტურინი, “სტადიო ოლიმპიკო”

“ტორინო” მიმდინარე სეზონში გულშემატკივართა გაკვირვებას ისე ვერ ახერხებს, როგორც ამას გასულ სეზონში აკეთებდა, თუმცა ეს არცაა გასაკვირი, გუნდმა ზაფხულში იმმობილეს და ჩერჩის სახით ორი ლიდერი დაკარგა. გუნდის ახალწვეული ფაბიო კვალიარელა ამ სიცარიელის შევსებას კი ცდილობს, მაგრამ მას თანაგუნდელები მხარს ნაკლებად უაბამენ, ამიტომაც “გრანატა” სატურნირო ცხრილში ჯერჯერობით მხოლოდ მე-14 პოზიციას იკავებს. ეუსებიო დი ფრანჩესკოს “სასუოლომ” კი ბოლო 5 შეხვედრაში მოპოვებული 9 ქულით ცხრილის ფსკერს თავი დააღწია და ახლა ცხრილის შუაშია მოკალათებული, თუმცა მშვიდად ყოფნის საშუალება მაინც არ აქვთ, რადგან გასავრდნი ზონის ხაზი მხოლოდ 4 ქულაზეა მოშორებული.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ტორინო” (3-5-2): ჟილე; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; პერესი, გაცი, ვივესი, ელ კადური, დარმიანი; კვალიარელა, ამაური

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, კანავარო, აჩერბი, პელუზო; ტაიდერი, მანიანელი, მისიროლი, ბერარდი, ძაძა, სანსონე

“ჩეზენა” - “სამპდორია”

თარიღი: 23 ნოემბერი, 18:00 საათი

ადგილი: ჩეზენა, “დინო მანუცი”

ამ შეხვედრის მონაწილეთა მიზნები სეზონის სტარტზე იდენტური გახლდათ - ადგილის შენარჩუნება, თუმცა გენუელებმა ჩემპიონატი შესანიშნავად დაიწყეს და ახლა მადაც გაეზარდათ. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდს 11 შეხვედრაში მხოლოდ ერთი დამარცხება აქვს და ცხრილში მეოთხე ადგილზეა წამოსკუპებული. რაც შეეხება მასპინძლებს, პირიქით, მხოლოდ ერთხელ იზეიმეს გამარჯვება ბოლოდან მეორე ადგილზე იმყოფებიან, ამიტომაც ამ მატჩს მასპინძლებისთვის საციცხლო მნიშვნელობა აქვს და მეტადრე მათი მთავარი მწვრთნელის პიერპაოლო ბიზლისთვის, ვისაც შესაძლოა ამდენი წარუმატებლობა აღარ აპატიონ და კარისკენ მიუთითონ.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ჩეზენა” (4-3-2-1): ლეალი; პერიკო, კაპელი, ლუკინი, მაძოტა; კარბონერო, კაშონე, ჯორჯი; დეფრელი, ბრიენცა; ალმეიდა

“სამპდორია” (4-3-3): რომერო; დე სილვესტრი, გასტალდელო. სილვესტრე, რეჯინი; სორიანო, პალომბო, ობიანგი; გაბიადინი, ოკაკა, ედერი

“ნაპოლი” - “კალიარი”

თარიღი: 23 ნოემბერი, 18:00 საათი

ადგილი: ნეაპოლი, “სან პაოლო”

ამ შეხვედრის უპირობო ფავორიტად რაფა ბენიტესის გუნდი მიიჩნევა, თუმცა ესპანელს ორი წამყავნი გარემარბი ლორენცო ინსინიე და დრის მერტენსი ჰყავს დაშავებული, რაც რა თქმა უნდა დანაკლისი იქნება. სხვა მხრივ, ნეაპოლელებმა ბოლო პერიოდში თამაშის ხარისხი აშკარად გამოასწორეს, რაც შედეგებზეც აისახა. გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ზონაში შეაღწია და ახლა უფრო ზემოთ აწევსაც შეეცდება. ზდენეკ ზემანის “კალიარი” კი არასტაბილურობით გამოირჩევა. გუნდი ფეერიულ თამაშს, უღიმღამო მატჩს უნაცვლებს. სარდინიელები 10 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფებიან.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ნაპოლი” (4-2-3-1): რაფაელი; მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ინლერი, ლოპესი; კალეხონი, ჰამშიკი, დე გუზმანი; იგუაინი

“კალიარი” (4-3-3): კრანიო; ბალცანო, ჩეპიტელი, როსეტინი, მურუ; დესენა, კრესეტიჯი, ეკდალი; იბარბო, ლონგო, კოსუ

“პარმა” - “ემპოლი”

თარიღი: 23 ნოემბერი, 18:00 საათი

ადგილი: პარმა, “ენიო ტარდინი”

რობერტო დონადონისთვის ეს შეხვედრა შესაძლოა ბოლო იმედის მატჩი გამოდგეს. დიახ, “აძურას” ექს თავკაცს წარუმატებლობას ალბათ არ აპატიებენ. “ჯალობლუ” მიმდინარე სეზონს უცუდესად ატარებს და 6 ქულით ცრილის ფსკერზეა დალექილი. წინა ტურში კი გუნდმა სულაც პირადი ანტირეკორდი დაამყარა, როცა ტურინში “იუვენტუსთან” 0:7 განადგურდა. “ემპოლი” კი მატჩს ამაღლებულ განწყობაზე ხვდება. მათ ბოლო ტურში “ლაციო” დაამარცხეს (2:1) და სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გაიუმჯობესეს. მატჩს სავარაუდოდ ისევ თადარიგიდან დაიწყებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ლევან მჭედლიძე.

სავარაუდო შემადგენლობები:

“პარმა” (3-5-2): იაკობუჩი; მენდესი, ლუკარელი, კოსტა; რისპოლი, აკქუა, ლოდი, მაური, დე ჩელიე; კასანო, ბელფოდილი

“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰიჟაი, რუგანი, ტონელი, მარიო რუი; ვეჩინო, ვალდიფიორი, კროჩე; ვერდი; მაკარონე, პუჩიარელი

“უდინეზე” - “კიევო”

თარიღი: 23 ნოემბერი, 18:00 საათი

ადგილი: უდინე, “ფრიული”

“უდინეზე” ფრანჩესკო გვიდოლინის წასვლის შემდეგ, ისეთი მრისხანე ვეღარაა. ანდრეა სტრამაჩონის გუნდი არადამაჯერებლად ასპარეზობს და სატურნირო ცხრილის შუაშია განთავსებული. გუნდმა ბოლო სამ შეხვედრაში სულაც კინკილა ქულის მოპოვება შეძლო. ხვალინდელ მატჩში დი ნატალე და კომპანია სიტუაციის გამოსწორებას შეეცდება. კიდევ უფრო მძიმეა “კიევოს” მდგომარება. “მფრინავი ვირები” გასავარდნ ზონაში ყურყუტებენ და ქულებს ჰაერივით საჭიროებენ. გუნდს მხოლოდ 2 შეხვედრა აქვს მოგებული, მათ შორის ერთი ბოლო ტურში უშუალო კონურენტ “ჩეზენასთან” (2:1).

სავარაუდო შემადგენლობები:

“უდინეზე” (4-3-1-2): კარნეზისი; ვიდმერი, ჰეტრო, დანილო, პირისი; გილერმე, ალანი, პინცი; ფერნანდესი; ტერო, დი ნატალე

“კიევო” (4-2-3-1): ბიძარი; ფრეი, დაინელი, გამბერინი, ძუკანოვიჩი; რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; იცკო, ბირსა, პელისიერი; პალოსკი

“ვერონა” - “ფიორენტინა”

თარიღი: 23 ნოემბერი, 18:00 საათი

ადგილი: ვერონა, “ბენტეგოდი”

“ბეტეგოდის” სტადიონზე ერთმანეთს სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი გუნდები დაუპირისპირდებიან. თუ მასპინძლებისგან უკეთეს შედეგს ბევრი არც ელოდა, ვინჩენცო მონტელას გუნდი პირიქით, მიმდინარე სეზონში ერთ-ერთ იმედგაცრუებად ითვლება. “ვერონას” ბოლო სამ ტურში სამი ფრე აქვს ნათამაშები, ხოლო “იები” უკანასკნელ ორი შეხვედრის შემდეგ უქულოდ დარჩნენ და შესაძლოა მონტელას დღეები ფლორენციაში დათვლილიც იყოს თუ გუნდი ასე გააგრძელებს. შესაბამისად, კვირას ორივე გუნდი გამარჯვებას შეეცდება.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ვერონა” (4-3-3): რაფაელი; მარტიჩი, მარკესი, მორასი, აგოსტინი; ობადი, ტაკჩიდისი, ჰალფრედსონი; გომესი, ტონი, ლაზაროსი

“ფიორენტინა” (3-5-2): ნეტო; ტომოვიჩი, როდრიგესი, სავიჩი; კუადრადო, აკვილანი, პიზარო, ბორახ ვალერო, ალონსო; ბაბაკარი, გომესი

“მილანი” – “ინტერი”

თარიღი: 23 ნოემბერი,23:45 წუთი

ადგილი: მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

ტურის ცენტრალური შეხვდერა კი რაღა თქმა უნდა მილანური დერბია. დერბი “დელა მადონინა”. რაც უნდა ცუდ ფორმაში იმყოფებოდეს ეს ორი გუნდი, მათი დაპირისპირება ყოველთვის უდიდეს ინტერესს იწვევს და ასეა ახლაც. გუნდები სატურნირო ცხრილის მეზობლად იმყოფებიან, თუმცა მათთვის უჩვეულო პოზიციებზე. “როსონერი” მე-7 ადგილზეა, “ნერიაძური” კი მე-9 პოზიციაზე. ფილიპო ინძაგის მიზნად ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა აქვს დასახული და ამ მიზნის მისაღწევად “მილანმა” თამაშის ხარისხი მალე უნდა გამოასწოროს. იგივე მიზანი ამოძრავებს “ინტერსაც”. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩის პირობით სტუმრებს ძველ-ახალი მწვრთნელი ჰყავთ რობერტო მანჩინის სახით, რომელმაც გუნდი 6 წლის შემდეგ ისევ ჩაიბარა. “ინტერნაციონალეს” ტიფოზერია მანჩინის დაბრუნებას იმედიანად შეჰყურებს. ვნახოთ, რამდენად წარმატებული გამოდგება “სიტის” ექს თავკაცის ხელმეორე დებიუტი შავ-ლურჯების მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

სავარაუდო შემადგენლობები:

“მილანი” (4-3-3): დიეგო ლოპესი; რამი, ალექსი, მექსე, დე შილიო; ბონავენტურა, ესიენი, მუნტარი; მენეზი, ტორესი, ელ შაარავი

“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; ნაგატომო, რანოკია, ჟუან ჟეზუსი, დოდო; გუარინი, მ’ვილა, კუჟმანოვიჩი; კოვაჩიჩი; იკარდი, პალასიო

“ჯენოა” - “პალერმო”

თარიღი: 24 ნოემბერი, 23:45 წუთი

ადგილი: გენუა, “სტადიო მარასი”

მე-12 ტური ორშაბათს, 24 ნოემბერს, “ჯენოასა” და “პალერმოს” შეხვედრით დასრულდება. “როსობლუ” მიმდინარე სეზონს შვენივრად ატარებს და 19 ქულით მე-6 ადგილსაც იკავებს. გენუელებმა ამ 19 ქულიდან 11-ის მოპოვება უკანასკნელ 5 შეხვედრაში შეძლეს. ჯამპიერო გასპერინის გუნდი კუნძულელთა წინააღმდეგაც 3 ქულისთვის იბრძოლებს. თავის მხრივ, ცუდად სერია A-ში წლეულს დაბრუნებული “პალერმოც” არ გამოიყურება. სიცილიელებმა ბოლო 3 ტურში 7 ქულა დააგროვეს და ახლა სახიფათო ზონას 5 ქულა აშორებთ.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; რონკალია; ბურდისო, მარკეზე; ედენილსონი, ბერტოლაჩი, რინკონი, ანტონელი; პეროტი, მატრი, კუჩკა

“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; მუნიოსი, გონსალესი, ანდელკოვიჩი; მორგანელა, რიგონი, მარესკა, ბარეტო, ლაზაარი; დიბალა, ვასკესი

თეგებისერია A
0.540223