საქართველოს ქალთა ჩემპიონატის პირველ ლიგას 7 ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს და ის მერი ჟორჟოლიანი (2088) გახლავთ, რომელმაც ანა კუჭავა (2106) დაამარცხა და თავი 5.5 ქულას მოუყარა.
ჟორჟოლიანს ნახევარი ქულით 5 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი მისდევს: სოფიო გვეტაძე (2343), ნატო იმნაძე (2292), სოფიო ნიკოლაძე (2133), ალექსანდრა ვახანია (2109) და ანა შამათავა (2039).
4.5 ქულით მე-7 ადგილზეა ტურნირის რეიტინგ-ფავორიტი მერი არაბიძე (2378), რომელიც გასულ ტურში თეთრი ფიგურებით ნიკოლაძესთან დამარცხდა.
ბოლოსწინა მე-8 ტურში გვეტაძე ჟორჟოლიანს ეთამაშება, ნიკოლაძე – იმნაძეს, შამათავა – ვახანიას, ხოლო სალომე ხაჟომია (2139) – არაბიძეს.