კალათბურთი

23:47 | 21.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მინი-რევანში არ შედგა

საქართველოს გასული საკალათბურთო ჩემპიონატის საუკეთესო გუნდების შეხვედრამ ქუთაისში ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას სახელობის დარბაზი გადაჭედილი გახლდათ. ამავე დროს ეს პაექრობა ერთგვარად ქუთაისში საკალათბურთო სეზონის გახსნის შეხვედრადაც უნდა ჩაითვალოს, რადგანაც გუნდებს ახლად დაგებულ პარკეტზე მოუწიათ ასპარეზობა. მოგეხსენებათ ქუთაისური საკალათბურთო არენას ყველანი საფარის გამო იწუნებდნენ და წლეულს ეს პრობლემა მოგვარდა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ვიზუალურად მომხიბვლელი იატაკის გადასაკრავი მასალა საჯარიმოების ტერიტორიებზე ხშირად იფურცქნებოდა, რის გამოც რამდენჯერმე არბიტრებს მოუწიათ მატჩის შეჩერება.

ქვეყნის ჩემპიონის და ვიცე-ჩემპიონის შეხვედრას დაახლოებით 2 ათასამდე ქომაგი დაესწრო. მართალია, მათი მხურვალე ქომაგობა ქუთაისურ კლუბს არ დაკლებია, მაგრამ ტაბლოზე მათთვის სასურველი ანგარიში არ დაფიქსირებულა. დინამოელებმა მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქეზე უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს და გამარჯვება სამართლიანად მოიპოვეს. ქუთაისლებზე შეიძლება ითქვას, რომ ეს მათი სათამაშო დღე არ იყო. რიონისპირელებს უმტყუნათ მთავარმა იარაღმა, შორეულმა სროლებმა. მართალია, მათ მეტი სამიანი ჩააგდეს მეტოქესთან შედარებით, მაგრამ ეს იმ დროს მოხდა, როდესაც მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. რაც შეეხება დედაქალაქელებს, მათი ლიდერების ჩინებულმა გარჯამ “დინამოს” ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოაპოვებინა.

პირველი ქულები ორივე გუნდმა საჯარიმოებიდან აიღეს. მასპინძელმა ლომინაშვილმა და თბილისელმა ლეჟავამ ზუსტად შეასრულეს თავიანთი მისია. ამის შემდეგ პირველი ტაიმის ბოლომდე წინ ქუთაისელები იყვნენ. რიონისპირელები ალბათ უფრო დიდ სხვაობას მიაღწევდნენ, რომ არა გამყრელიძე-ლეჟავას ჩინებული გარჯა, რომლებიც ქუთათურებს წინ გაჭრის საშუალებას არ აძლევდნენ. დინამოელთა უკანახაზელები სოლო რეიდებით და ზუსტი სროლებითაც გამოირჩნენ. ერთადერთი, რითაც გამყრელიძეს შეგვიძლია ვუსაყვედუროთ, არაზუსტი საჯარიმოები გახლდათ, თუმცა მატჩის მიწურულს ლაშამ ეს კომპონენტიც გამოასწორა და ფლეიმეიქერისათვის შესანიშნავი სტატისტიკით დაასრულა შეხვედრა – 14 ქულა, 15 პასი, 6 მოხსნა და 2 ჩაჭრა. მის გარდა თბილისელთაგან ორმაგი დუბლის ავტორი რიჩარდ მათიაშვილი შეიქნა – 12 ქულა, 21 მოხსნა. ყველაზე შედეგიანი კი სტუმართაგან ბესიკ ლეჟავა იყო 24 ქულით.

რაც შეეხება მასპინძლებს, მათგან ორმაგი დუბლი ვერავინ შეასრულა, ყველაზე შედეგიანები კი გიგი ბარბაქაძე და ზაურ ფაშაევი იყვნენ, შესაბამისად 14 და 12 ქულით. მოხსნებში კი ყველაზე მეტი სენეგალელ ლეგიონერს აბდულა ნდოეს 11 დაუგროვდა. აფრიკელი კალათბურთელი, რომელიც ახალ გუნდში ადაპტაციის პერიოდს გადის, დაცვაში ნორმალურად გამოიყურება, ხოლო შეტევაში მას აშკარად მოსამატებელი აქვს. იმედია, აფრიკელს მალე შეეძლება “ქუთაისს” პრობლემა მოუხსნას, რასაც ცენტრალური თავდამსხმელის პოზიცია ჰქვია.

პირველი მეოთხედი ქუთათურებმა 19:14 მოიგეს. მატჩში გადამყვეტი შეიძლება ითქვას მეორე პერიოდის დასკვნითი ნაწილი გამოდგა, როდესაც დაახლობით 4 წუთის განმავლობაში 27:26 იყო მასპინძელთა სასარგებლოდ. საკმაო დროის განმავლობაში გუნდებმა ბურთის კალათაში ჩაგდება ვერ მოახერხეს. ტაიმის მიწურულს კი ლეჟავამ ფარქვეშიდან ჩააგდო და როგორც აღმოჩნდა საბოლოოდ წინ გაიყვანა საკუთარი გუნდი.

მესამე პერიოდი ყველაზე მწირქულიანი გამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მეოთხედში სულ რაღაც 22 ქულა ჩავარდა. დროის ამ მონაკვეთში გუნდებმა ქულით ნაკლები ჩააგდეს, ხოლო გადამყვეტი მეოთხედის წინ ტაბლოზე ანგარიში 40:36 იყო სტუმართა სასარგებლოდ. თამაშის განახლებისთანავე თავდაპირველად თბილისელებმა 9:2 გაქცევა მოუწყვეს მეტოქეს, ხოლო შემდეგ ქუთათურებმა 4 ქულამდე დაიყვანეს ანგარიშში სხვაობა. 5 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში დასავლელებს ორ ქულაზე მეტი არ ჰქონდათ ჩაგდებული, თუმცა ახალგაზრდა ლევან გრძელიძის აქტიურობის წყალობით ანგარიშის სხვაობა შემცირდა.

გადამწყვეტი პერიოდი თბილისელთა დომინაციით დაიწყო ლეჟავამ ზედიზედ ორჯერ შორიდან მოათავსა ბურთი, რასაც გამყრელიძის და მათიაშვილის დამაჯერებელი თამაშიც თან ახლდა. თავიანთი როლები კარგად გაითავისეს სხვა დინამოელებმაც, რომელთაგან ყველაზე მეტად მაინც ლონდარიძე უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც, მართალია, ნაადრევად დატოვა პერსონალურების გამო მოედანი, მაგრამ ფარის ქვეშ იგი მაინც ერთ-ერთი საუკეთესო იყო. დინამოელთა უპირატესობა კატასტროფული სისწრაფით იზრდებოდა. მალე ტაბლოზე ანგარიში 55:37 იყო მათ სასარგებლოდ. 15:1 გაქცევა საბოლოოდ გარდამტეხი აღმოჩნა პაექრობაში. მართალია, “ქუთაისის” კალათბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ წინ გაჭრილ მეტოქეს ვერაფერი მოუხერხეს და მიმდინარე ჩემპიონატში მეორე მარცხი იწვნიეს.

ქ. ქუთაისი ქუთაისი 56 - 68 დინამო 21.11.14, 18:00
გუნდი 1 2 3 4 ჯამ
ქუთაისი 19 8 9 20 56
დინამო 14 14 12 28 68
ქუთაისი
წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
% % % ჯამ
4 ზაურ ფაშაევი * 37:37 3 5 60 1 6 16.7 3 4 75 2 2 4 6 2 1 1 1 12
6 ლევან გრძელიძე 18:44 0 3 0 1 3 33.3 1 2 50 0 1 1 1 3 1 0 0 4
7 ვახტანგ ქადარია 06:12 1 2 50 0 0 0 0 0 0 0 1 1 1 0 0 1 0 2
9 ბუბა კვიმსაძე * 21:08 0 3 0 2 8 25 0 0 0 1 1 2 4 1 2 1 0 6
12 გიორგი ცირეკიძე 07:56 1 2 50 0 1 0 0 0 0 1 0 1 0 0 0 0 0 2
13 დავით ბარბაქაძე 04:24 0 0 0 0 1 0 0 0 0 0 1 1 0 0 1 0 0 0
14 ავთანდილ ლომინაშვილი * 23:34 1 7 14.3 0 0 0 2 4 50 1 5 6 1 3 2 1 0 4
15 გიორგი ბარბაქაძე * 35:55 3 4 75 2 5 40 2 3 66.7 3 4 7 0 4 4 3 0 14
23 აბდულაი ნდოე * 21:38 1 7 14.3 0 0 0 1 6 16.7 6 5 11 1 3 1 0 2 3
24 ანატოლი ბოისა 13:14 0 2 0 2 3 66.7 0 0 0 0 1 1 1 3 2 0 0 6
33 ბექა ბექაური 09:38 0 0 0 0 1 0 3 4 75 0 1 1 1 2 1 0 1 3
34 რატი ნუცუბიძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
2 1 3 0 0 0 0 0 0
10 35 28.57 8 28 28.57 12 23 52.17 16 23 39 16 21 15 7 4 56
დინამო
წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
% % % ჯამ
4 გიორგი გამყრელიძე * 37:19 5 10 50 0 1 0 4 9 44.4 0 6 6 15 2 3 2 0 14
5 თეიმურაზ თავამაიშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
6 სანდრო მეგენეიშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
7 ბესიკ ლეჟავა * 35:22 5 8 62.5 4 7 57.1 2 2 100 0 4 4 1 2 6 0 0 24
8 გიორგი ვახანია 23:29 1 1 100 0 2 0 2 2 100 1 1 2 0 2 2 0 0 4
9 ილია ლონდარიძე 19:31 3 8 37.5 0 0 0 2 2 100 4 2 6 1 5 2 2 0 8
11 რევაზ დიდია * 20:33 0 0 0 0 2 0 1 2 50 0 3 3 0 3 0 1 1 1
13 რიჩარდ მათიაშვილი * 36:53 3 10 30 1 2 50 3 6 50 5 16 21 1 4 0 0 0 12
20 გიორგი ორმოცაძე * 20:22 1 2 50 1 2 50 0 0 0 1 0 1 0 4 1 1 0 5
24 დავით ხიზანიშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
34 ბექა ღუდუშაური 06:04 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 2 0 0 0 0
35 ვიქტორ კოღუაშვილი 00:27 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
0 0 0 0 0 0 2 0 0
18 40 45.00 6 16 37.50 14 23 60.87 11 33 44 18 24 16 6 1 68
დასაბეჭდი ვერსია

მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი, გურამ მიქელაძე;

კომისარი: გია სანაძე

www.superleague.ge-ს სტატისტიკური მონაცემები

1 დინამო 5 5 / 0 405 / 333 10
2 რუსთავი 5 4 / 1 425 / 367 9
3 ქუთაისი 5 3 / 2 353 / 348 8
4 შსს აკადემია 4 3 / 1 328 / 310 7
5 ბათუმი 5 1 / 4 335 / 360 6
6 მგზავრები-არმია 4 1 / 3 261 / 305 5
7 ოლიმპი 4 1 / 3 313 / 331 5
8 სოხუმი 4 0 / 4 284 / 350 4

0.240663