ჭადრაკი

22:18 | 21.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

კარლსენს ცოტაღა რჩება

ყაიმით დასრულდა ნორვეგიელი მაგნუს კარლსენის და ინდოელი ვიში ანანდის საჩემპიონო მატჩის მე-10 ტურის პარტია.

შავი ფიგურებით სკანდინავიელი თამაშობდა და ზავი მისთვის სრულიად მისაღები იყო, რადგანაც ანგარიში მაგნუსის სასარგებლოდაა: 5.5:4.5.

რუსეთის ქალაქ სოჭში მიმდინარე დაპირისპირების დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი, ამდენად, თუკი 23 ნოემბერს დაეგმილ პარტიაში კარლსენი იმარჯვებს, ის საჩემპიონო ტიტულს შეინარჩუნებს.

0.114898