იტალიური “ნაპოლი” გერმანული “ვოლფსბურგის” ნახევარმცველით, ივან პერიშიჩით დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა Gazzeta Dello Sport–ი ავრცელებს.
ნეაპოლური კლუბის თავკაცს, რაფაელ ბენიტესს ნახევარდაცვის გაძლიერება სურს და ხორვატი ფეხბურთელი ამის ერთ-ერთ კანდიდატად ეგულება.
პერიშიჩს “მგლებთან” მოქმედი კონტრაქტი 2017 წელს ეწურება და ღირებულება დაახლოებით 8 მილიონ ევროს შეადგენს.
მიმდინარე სეზონში ივანმა “ვოლფსბურგის” მაისურით 10 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.