“მანჩესტერ იუნაიტედი” ლონდონის “ტოტენჰემის” მცველით, იან ვერტონგენით დაინტერესდა – გვამცნობს ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Daily Mirror–ი.
“წითელ ეშმაკებს” დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვთ. გარდა იმისა, რომ კლუბის მცველები დამაჯერებელი თამაშით ვერ გამოირჩევიან, ძალიან ბევრი უკანახაზელია ტრავმირებული და ეს შედეგებზეც აისახება. ლუის ვან გაალი რამდენიმე მოთამაშეს აკვირდება და ერთ-ერთი მათთაგანი სწორედ ბელგიელი მცველია.
როგორც ირკვევა, ვერტონგენი “უაით ჰართ ლეინზე” დიდად ბედნიერი არაა და კლუბის დატოვებაზე ფიქრობს. მას “ტოტენჰემთან” მოქმედი კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს და დაახლოებით 20 მილიონად არის შეფასებული.