ფეხბურთი

21:04 | 21.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” მაქსი პერეირათი დაინტერესდა

ლონდონის “არსენალი” ლისაბონის “ბენფიკას” მარჯვენა მცველით, მაქსი პერეირათი დაინტერესდა – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Express–ი.

ლონდონელებს მარჯვენა ფლანგზე სერიოზული პრობლემები აქვთ, რადგან მატიე დებუში დიდი ხანია ტრავმირებულია და არსენ ვენგერს მისი იმედი კიდევ გარკვეული პერიოდის განმალობაში არ უნდა ჰქონდეს. მძიმე ტრავმის შემდგომ კი, დებუში რამდენად დუბრუნდება სასურველ ფორმას არავინ იცის. ახალგაზრდა კალუმ ჩემბერსი დაკისრებულ მოვალეობას კარგად ართმევს თავს, თუმცა ღირსეული შემცვლელი აუცილებლად ესაჭიროება და ერთ-ერთი ასეთი კანდიდატი სწორედ პერეირაა.

30 წლის მცველს “არწივებთან” მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. ამიტომაც, დიდი შანსია პერეირამ პორტუგალიური გრანდი დატოვოს. მისით “ლივერპულიც” ინტერესდება.

0.126805