კალათბურთი

20:16 | 21.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილმა მოხსნების რეკორდი გააუმჯობესა

24-ე ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატის მეხუთე ტური რუსთავში ადგილობრივი “რუსთავისა” და “ბათუმის” მატჩით გაიხსნა. ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ. პროგნოზების საპირისპიროდ შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო. ზღვისპირელთა შორის განსაკუთრებით ამერიკელი ლეგიონერი იანგი გამოირჩეოდა რომელიც “ბათუმის” შემადგენლობაში პირველ შეხვედრას ატარებდა. აღნიშნულ კალათბურთელს მხარი “ბათუმში” მოთამაშე მისმა თანაგუნდელებმა კელოგმა და ფელჩერმაც აუბეს. ძირითადად მათი და თენიეშვილის დამსახურება იყო, რომ “ბათუმმა” პირველი ტაიმი 12 ქულის სხვაობით 49:37 მოიგო.

მეორე ტაიმში მასპინძლები გააქტიურდნენ და ნელ-ნელა დაიწყეს ანგარიშის სხვაობის შემცირება. მატჩის ბედი დასკვნით მეოთხედში გადაწყდა. დროის ეს მონაკვეთი ქვემოქართლელებმა 20 ქულის სხვაობით 29:9 მოიგეს, საბოლოოდ კი 87:76 გაიმარჯვეს.

რუსთაველთა გამარჯვებაში ლომის წილი აკაკი დვალიშვილმა, გიორგი ცეკვავამ, და მიხეილ ჭოჭუამ შეიტანეს. დვალიშვილმა 23 ქულითა და 20 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო ცეკვავამ და ჭოჭუამ შესაბამისად 22 და 16 ქულა დააგროვეს. დვალიშვილის მიერ გაკეთებული 20 მოხსნა საუკეთესოა მიმდინარე ჩემპიონატში, რომელიც ორით აღემატება დინამოელი ილია ლონდარიძისა და ბათუმელი ქრისტოფერ ლეონ ფელჩერის მიერ ნაჩვენებ შედეგს.

სტუმართა შორის საუკეთესო იყო იანგი, რომელმაც 18 ქულა დააგროვა. იანგს 3 ქულით ჩამორჩა მისი თანამემამულე ნიკოლას კელოგი, ხოლო ზღვისპირელთა კიდევ ერთმა ამერიკელმა ლეგიონერმა ფელჩერმა 10 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

ქ. რუსთავი რუსთავი 87 - 76 ბათუმი 21.11.14, 18:00
გუნდი 1 2 3 4 ჯამ
რუსთავი 17 20 21 29 87
ბათუმი 21 28 18 9 76
რუსთავი
წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
% % % ჯამ
4 ზურა მაჭავარიანი 06:34 0 1 0 1 2 50 0 0 0 0 1 1 0 0 1 0 0 3
5 ჰეიდენ ჰამსი * 30:00 3 6 50 0 2 0 1 1 100 1 4 5 5 2 0 1 0 7
6 თორნიკე ქიტოშვილი 06:52 0 1 0 0 0 0 0 2 0 0 0 0 1 2 1 0 0 0
7 ლევან ცეკვავა * 34:37 3 6 50 3 7 42.9 7 8 87.5 1 2 3 2 2 3 2 0 22
9 მალხაზ აბაიშვილი * 26:50 1 4 25 2 9 22.2 2 3 66.7 0 1 1 2 3 2 2 0 10
10 რევაზ ჩაჩანიძე 07:13 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 1 1 1 0 0
12 გიორგი ყველაშვილი 12:37 2 2 100 0 0 0 2 5 40 3 4 7 1 1 0 0 0 6
13 მიხეილ ჭოჭუა * 37:54 7 8 87.5 0 4 0 2 4 50 2 1 3 5 3 2 1 0 16
14 დავით გუგავა 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
21 აკაკი დვალიშვილი * 37:23 10 15 66.7 0 1 0 3 3 100 9 11 20 3 4 1 1 1 23
33 გიგი გოგობერიშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
0 3 3 0 0 0 1 0 0
26 44 59.09 6 25 24.00 17 26 65.38 16 28 44 19 18 12 8 1 87
ბათუმი
წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
% % % ჯამ
4 დავით აფხაზავა 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
5 ალექსანდრე ფევაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
7 ირაკლი მიქელაძე * 32:48 3 5 60 1 3 33.3 0 0 0 0 0 0 4 2 3 3 0 9
8 ავთანდილ ელიაშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
9 ლევან რევაზაშვილი 12:30 2 3 66.7 0 3 0 0 0 0 2 2 4 0 1 0 0 0 4
10 ლევან ბაბილოძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
11 ნოდარ თენიეშვილი * 27:45 5 8 62.5 0 2 0 2 2 100 1 2 3 0 3 1 0 0 12
12 ნიკოლას ჯეიმს კელოგი * 39:29 1 2 50 4 7 57.1 1 4 25 0 8 8 6 3 3 5 0 15
13 მამუკა ბოლქვაძე 05:45 0 0 0 0 0 0 0 0 0 2 1 3 0 4 1 0 0 0
14 ქრისტოფერ ლეონ ფელჩერი * 34:27 5 8 62.5 0 0 0 0 1 0 4 6 10 2 5 1 0 0 10
15 ლევან ელიაძე 14:04 1 2 50 2 4 50 0 0 0 0 3 3 0 0 1 1 0 8
1 ბობ ჯინ იანგი * 33:12 9 18 50 0 0 0 0 9 0 1 2 3 2 2 3 1 0 18
2 2 4 0 0 0 2 0 0
26 46 56.52 7 19 36.84 3 16 18.75 12 26 38 14 20 15 10 0 76
დასაბეჭდი ვერსია

მსაჯები: დავით ბერეკაშვილი, დავით ბერიშვილი, მიხეილ ვართანოვი;

კომისარი: თენგიზ ქიქოძე

www.superleague.ge- სტატისტიკური მონაცემები

1 დინამო 5 5 / 0 405 / 333 10
2 რუსთავი 5 4 / 1 425 / 367 9
3 ქუთაისი 5 3 / 2 353 / 348 8
4 შსს აკადემია 4 3 / 1 328 / 310 7
5 ბათუმი 5 1 / 4 335 / 360 6
6 მგზავრები-არმია 4 1 / 3 261 / 305 5
7 ოლიმპი 4 1 / 3 313 / 331 5
8 სოხუმი 4 0 / 4 284 / 350 4
0.136245