“მინესოტა ტიმბერვულვზის” გამთამაშებლის ესპანელი რიკი რუბიოს განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ შობისთვის პარკეტს დაუბრუნდება.
“არ ვიცი ზუსტად რამდენი ხანი დამჭირდება მკურნალობა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ შობისთვის მოვახერხებ თამაშს”, – რუბიოს სიტყვებს NBA.com ციტირებს.
ესპანელმა ტრავმა 7 ნოემბერს “ორლანდოსთან” მატჩში მიიღო, მყესები დაიზიანა. მიმდინარე სეზონში რუბიომ 5 მატჩში ჩაატარა, მისი საშუალო მონაგარი 9.4 ქულა 10 პასი და 5.6 მოხსნა გახლდათ.