ეროვნულ ჩემპიონატში ზურაბ ბერიძის “ვიტ ჯორჯია” ზედიზედ მეშვიდე მატჩია ვერ იგებს, ხოლო მეცამეტე ტურის შემდეგ რუსთაველები, ფინანასური კრიზისის მიუხედავად, მესამეადგილოსან “სამტრედიას” 2 ქულით ჩამორჩებიან და ევროზონაში მოხვედრის რეალური შანსი აქვთ.
გამომდინარე ცხრილში არსებული სიმჭიდროვისა, ძნელია თქმა, რომელი გუნდი მოახერხებს ევროპა ლიგის საგზურის მოპოვებას, თუმცა მცხეთელებს ამ საკითხზე ფიქრი ნამდვილად არ მოუწევთ, რადგან მათი შედეგიანობა საკმაოდ დაბალია. ამასთან, “ვეტერინარები” ცუდ ფეხბურთს ნამდვილად არ აჩვენებენ. მაგალითად, “ზესტაფონთან” წაგებულ შეხვედრაში “მცხეთა პარკის” ბინადრებმა კარგი ფეხბურთი აჩვენეს, ბრძოლისუნარიანი გუნდის შთაბეჭდილებაც დატოვეს, თუმცა ქულის მოსაპოვებლად არც ეს აღმოჩნდა საკმარისი.
დღევანდელ შეხვედრაში სტუმრებმა აშკარად აჯობეს მასპინძლებს. მეორე ტაიმი მოსაწყენი გამოვიდა, ვინაიდან კილასონიას გუნდმა ანგარიშის შენარჩუნებაზე გააკეთა აქცენტი, პირველ ტაიმში კი გელაშვილმა ორი გოლი გაიტანა, რაც საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვებულის გამოსავლენად.
გელაშვილის მეტის გატანაც შეეძლო. პირველი გოლისას მეკარესთან პირისპირ აღმოჩენილმა შეროზიას აუღებელი დაურტყა. გოლს მასპინძელთა გააქტიურება მოჰყვა, რასაც შედეგი არ მოუტანია.
მალე გელაშვილი კვლავ გავიდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ამჯერად არაზუსტად დაარტყა, კარს ააცილა. ტაიმის მიწურულს მანვე საკუთარი შეცდომა გამოასწორა და შეროზია მეორედ დაამწუხრა. ეს მოხდა 39-ე წუთზე. აქედან მოყოლებული “ვიტ ჯორჯია” დადგა, რასაც ხელი სტუმართა თამაშმაც შეუწყო. “მეტალურგი” ბურთის შენარჩუნებას ცდილობდა და არა მეტოქის ნახევარზე გადასვლას, რაც თავისთავად ხელს უშლიდა სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენებას. ამასთან, ისიც საკითხავია, რამდენად იყო მასპინძელი მზად გახსნილი ფეხბურთისთვის. მეორე ტაიმში “ვიტ ჯორჯიამ” რეალური სახიფათო მომენტი ვერ შექმნა.
ვიტ ჯორჯია – მეტალურგი 0:2 (0:2)
მცხეთა, “მცხეთა პარკი”
ვიტ ჯორჯია: შეროზია, თათხაშვილი (დანელია 46), გეთიაშვილი (კაპიტანი), კალანდია, მაისურაძე, დავლაშელიძე, გახარია, კურდღელაშვილი, კახაბრიშვილი, ლობჟანიძე (ხვისტანი 46), საბაძე.
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე
მეტალურგი: ბედიაშვილი, ქავთარაძე, ჯოხაძე (ალავერდაშვილი 11), ნარიმანიძე, კილასონია, კაკაშვილი, მიქაუტაძე, კიტეიშვილი, გელაშვილი, ცნობილაძე, ექვთიმიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
გოლები: გელაშვილი (7, 39)
გაფრთხილება: კაკაშვილი (57)
მთავარი მსაჯი: ჯენერი ხორავა.
1. | დინამო (თბ) | 12 | 8 | 2 | 2 | 23:9 | 26 | |
2. | დილა | 13 | 7 | 3 | 3 | 19:11 | 24 | |
3. | სამტრედია | 13 | 6 | 3 | 4 | 14:10 | 21 | |
4. | დინამო (ბთ) | 13 | 6 | 2 | 5 | 13:12 | 20 | |
5. | სპარტაკი | 12 | 6 | 2 | 4 | 12:18 | 20 | |
6. | მეტალურგი | 13 | 5 | 4 | 4 | 17:14 | 19 | |
7. | მერანი | 13 | 5 | 4 | 4 | 11:9 | 19 | |
8. | ჩიხურა | 12 | 5 | 3 | 4 | 13:12 | 18 | |
9. | ზესტაფონი | 12 | 4 | 5 | 3 | 24:15 | 17 | |
10. | ტორპედო | 12 | 3 | 6 | 3 | 13:12 | 15 | |
11. | შუქურა | 12 | 3 | 5 | 4 | 12:15 | 14 | |
12. | გურია | 12 | 3 | 5 | 4 | 12:20 | 14 | |
13. | სიონი | 13 | 3 | 3 | 7 | 12:19 | 12 | |
14. | ვიტ ჯორჯია | 13 | 3 | 2 | 8 | 11:16 | 11 | |
15. | კოლხეთი | 13 | 2 | 5 | 6 | 9:15 | 11 | |
16. | ზუგდიდი | 12 | 2 | 4 | 6 | 7:15 | 10 |
მეგოლეები:
9 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)
7 - ირაკლი მოდებაძე (დილა)
6 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)
5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი)
4- კობა შალამბერიძე (გურია), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლია ქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.