ESPN-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლივერპულის “ევერტონის” ვეტერანი გოლკიპერი ტიმ ჰოვარდი გახდა.
ამერიკაში ჰოვარდის დაფასება გასაკვირი არცაა. ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე აშშ-ს კარი ტიმმა სეივებით დაიცვა. მაგალითისთვის, 35 წლის ვეტერანმა მეკარემ ბელგიასთან 15 სეივი მიითვალა.
მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ჰოვარდი სამშობლოში გმირი გახლდათ და საბოლოოდ მას მუნდიალზე გარჯა დაუფასდა.