ჩოგბურთი

11:14 | 21.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

სერენა საუკეთესოა

მოლოდინისამებრ, WTA-ს ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ამერიკელი სერენა უილიამსი ქალებს შორის 2014 წლის საუკეთესო ჩოგბურთელი გახდა. წლეულს უილიამს-უმცროსმა აშშ-ის ღია პირველობა და სინგაპურის წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო.

33 წლის სერენას 18-ჯერ უმარჯვია დიდი სლემის შეჯიბრებებზე, წლის უძლიერესი ჩოგბურტელის ტიტულს კი მას რუსი მარია შარაპოვა, რუმინელი სიმონა ჰალეპი, ჩეხი პეტრა კვიტოვა, ჩინელი ნა ლი და სერბი ანა ივანოვიჩი ეცილებოდნენ.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ გულშემატკივართა გამოკითხვაში სერენას ჰალეპმა აჯობა. რუმინელს მხარი ქომაგთა 48 პროცენტმა დაუჭირა, უილიამსს კი მხოლოდ 21-მა. სამაგიეროდ, რეფერენდუმში მონაწილე 58 სპორტული გამოცემიდან 36-მა ხმა სერენას მისცა, რამაც მისი პირველობა განაპირობა.

0.121067