ჭადრაკი

0:56 | 21.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხუთეული დაწინაურდა

საქართველოს პირველ ლიგაში დაწინაურებულ სამეულს 6 ტურის თავზე კიდევ 2 მონაწილე შეემატა. ახლა, 4.5 ქულით მერი არაბიძე (2378), სოფიო გვეტაძე (2343), ანა კუჭავა (2106), ალექსანდრა ვახანია (2109) და მერი ჟორჟოლიანი (2088) ლიდერობენ.

გასულ ტურში კუჭავა არაბიძეს დაუზავდა, გვეტაძე – ნატო იმნაძეს (2292), ჟორჟოლიანმა და ვახანიამ კი, შესაბამისად, მარიამ ჭოლაძე (2018) და თეა ჭოლაძე (1728) დაამარცხეს.

მე-7 ტურში ვახანია გვეტაძეს ეთამაშება, ჟორჟოლიანი – კუჭავას, არაბიძე კი – სოფიო ნიკოლაძეს (2133).

0.116276