ჭადრაკი

22:54 | 20.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მე-9 ტურში ყაიმი დაფიქსირდა

მაგნუს კარლსენი ვიში ანანდთან მსოფლიო ჩემპიონობისთვის მატჩში ერთქულიან უპირატესობას ინარჩუნებს.

რუსეთის ქალაქ სოჭში მიმდინარე დაპირისპირების მე-9 პარტიაში, რომელშიც თეთრი ფიგურებით ნორვეგიელი თამაშობდა, ყაიმი დაფიქსირდა.

საჩემპიონო მატჩში ანგარიშია 5:4 კარლსენის სასარგებლოდ.

მე-10 პარტიაში, რომელიც 21 ნოემბერს შედგება, თეთრებით ინდოელი იქნება, სულ კი, მატჩი 12 პარტიისგან შედგება.

0.111573