კატალონიის “ბარსელონას” და პიკეს გზები იყრება. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Metro იუწყება. ცნობის მიხედვით, ფეხბურთელს ურთიერთობა გაუფუჭდა გუნდის მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკესთან.
პიკე ბოლო დროს უფრო და უფრო იშვიათად ჩნდება გუნდის ძირითად შემადგენლობაში. იგი სამატჩო განაცხადს მიღმა დარჩა “ლა ლიგის” წინა ტურში, გუშინ კი “ალმერიას” წინააღმდეგ (2:1) მოგებულ შეხვედრაში 90 წუთი სათადარიგო სკამზე გაატარა.
27 წლის მცველის შეძენით ინგლისური პრემიერლიგის გუნდები “ჩელსი” და “მანჩსტერი” არიან დაინტერესებული. ესპანელი ჟურნალისტების ვარაუდით, პიკე თავის ძველ სამყოფელს, “მანჩესტერს” აირჩევს.