ფეხბურთი

21:30 | 20.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალვარომ “ინტერისთვის” დუბლი შეასრულა
ცხადაძე გუსეინოვს წაეკიდა

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში ბაქოს “ინტერმა” შინ ლენქორანის “ხაზარი” დაამარცხა. კახა ცხადაძემ სასტარტოში ათამაშა ალექსანდრე ამისულაშვილი და ლაშა სალუქვაძე, ძირითადში ასევე მოხვდა “დინამო” თბილისის ყოფილი ნახევარმცველი მიკელ ალვარო, რომელმაც დუბლის შესრულება მოახერხა. მისმა გოლებმა გამარჯვება მასპინძლებს მოუტანა.

ანგარიში მე-9 წუთზე ნილდომ გახსნა. მე-19 წუთზე ალვარომ ორამდე გაზარდა სხვაობა და პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულა. მეორე ნახევრის 74-ე წუთზე ალვარომ კვლავ გაიტანა. სტუმართაგან პრესტიჟის გოლი 93 წუთზე გაბრიელმა გაიტანა.

“აზერისპორტის” ცნობით სტუმართა კლუბის სპორტულ დირექტორ იუნის გუსეინოვსა და კახა ცხადაძეს შორის მატჩის დასრულების შემდეგ შეხლა-შემოხლა მოხდა. ვითარება სამართალდამცავებმა განმუხტეს.

0.119316