ლონდონის “არსენალი” ახალგაზრდა ხორვატი ფეხბურთელით, მარსელო ბროზოვიჩით დაინტერესდა – იუწყება ბრიტანული გამოცემა Daily Mirror–ი.
აღნიშნული წყაროს ცნობით, იტალიისა და ხორვატიის ნაკრებების შეხვედრას ლონდონური კლუბის სკაუტები სწორედ ბროზოვიჩის თამაშის სანახავად დაესწრნენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მეთოფეები” მზად არიან, რომ შემტევი ნახევარმცველის სანაცვლოდ, ზაგრების “დინამოს” 6 მილიონი ევრო გადაუხადონ.
მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელმა “დინამოს” მაისურით 22 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.