სხვა

17:27 | 20.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ათამდე დაამრგვალა

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი “იმპერატორის თასის” მაძიებელთა შორის რჩება. კიუშიუ ბაშოს მე-12 დღეს, ტოჩინოშინმა მე-10 გამარჯვება იზეიმა და ლიდერ იოკოძუნებს – ჰაკუჰოს და კაკურიუს მხოლოდ თითო მოგებით ჩამორჩება.

გორგაძემ, რომელსაც აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდება გააჩნია, მორიგი ბრძოლა დასავლეთის მე-14 მაეგაშირა სოკოკურაისთან გამართა და იორიკირით იმარჯვა.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე დასავლეთის სეკივაკე იჩინოჯო იქნება და თუკი მასაც აჯობა, დარჩენილ ორ შერკინებაში იოკოძუნებს ანაც ოძეკებს გაეჯიბრება, რაც, თავისთავად, დიდი პატივია.

ფუკუოკაში მიმდინარე სუპერტურნირის მე-13 დღეს ჰაკუჰო ოძეკი კოტოშოგიკუს (6 მოგება, 6 წაგება) გაეჯიბრება, ხოლო კაკურიუს მეტოქე კიდევ ერთი იოკოძუნა ჰარუმაფუჯი (9-3) იქნება.

რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში თანაბარი ბალანსი (6-6) მოუგროვდა გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს. მან დასავლეთის მე-11 ნომერ დაიეიშოს ოშიდაშით სძლია, შემდეგი ორთაბრძოლა კი დასავლეთის მე-8 ნომერ ტამაასუკასთან ელის.

შეგახსენებთ, რომ ქართველი გოლიათი კიუშიუ ბაშოზე დასავლეთის მე-5 ნომრის სტატუსით ირჯება და დარჩენილი 3 ბრძოლიდან ორის მოგების შემთხვევაში, სატიტულო წინსვლა ელის.

0.117017