ჩოგბურთი

15:29 | 20.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები წინ მიიწევენ

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე წარმატებულად ირჯებიან ქართველი ჩოგბურთელები – ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია, რომლებიც პირველ-მეორე ნომრებად არიან განთესილნი და წინ მიიწევენ.

პირველი განთესვის მქონე გორგოძემ კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – რუსი კსენია გაიდარჟი 1:6, 6:3, 6:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გააღწია, სადაც ხორვატ ნინა ალბალიჩს ეთამაშება.

მეოთხედფინალშია მე-2 რეიტინგით მოასპარეზე ქვაცაბაიაც, რომელმაც ავსტრიელ ანა მარია ჰეილს 1:6, 6:2, 6:2 სძლია. ნახევარფინალის საგზურისთვის სოფო სლოვაკ კრისტინა შიემდლოვას დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ წყვილთა ტურნირში ქართველ ჩოგბურთელებს ერთმანეთთან გაჯიბრება მოუწევთ. მე-2 რეიტინგის მქონე გორგოძე და უკრაინელი ფომინა ნახევარფინალში მე-3 განთესვით მოთამაშე ქვაცაბაიას და გერმანელ შაკოვეცს გაეჯიბრებიან.

0.115912