დნეპროპეტროვსკის “დნიპრომ”, რომელშიც ჯაბა კანკავა გამოდის ამხანაგურ მატჩში სამოყვარულო პეტრიკოვკას “ოლიმპიკი” 4:0 დაამარცხა.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი დნეპროპეტროვსკელთა სასტარტოში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
14 ნოემბერს კანკავამ ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში საქართველო-პოლონეთის მატჩი (0:4) შეუცვლელად ჩაატარა და ყვითელი ბარათი მიიღო.