ფეხბურთი

13:59 | 20.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხავიერ ძანეტი: “მაცარის წასვლა გარდაუვალი იყო”

მილანი “ინტერის” ყოფილმა კაპიტანმა და ამჟამად კლუბის შტაბში მომუშავე ხავიერ ძანეტიმ გუნდის ყოფილ დამრიგებელ ვალტერ მაცარის წასვლაზე იტალიურ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

ძანეტის თქმით, მაცარის “ნერაძურიდან” გაშვება მხოლოდ დროის საკითხი გახლდათ და ამით გასაოცარი არაფერი მომხდარა.

“მაცარისთან დამშვიდობება გარდაუვალი იყო. ძალიან რთული სიტუაცია გახლდათ შექმნილი. თუმცა, ჩვენ პატივს ვცემთ მის მიერ გაწეულ სამუშაოს თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად. ახლა კი ჩვენ წინ ვიყურებით და ჩემპიონატი კარგად უნდა დავასრულოთ”, - განაცხადა ძანეტიმ.

ვალტერ მაცარი მილანური გრანდიდან გასულ პარასკევს დაითხოვეს, მის ნაცვლად კი გუნდი გამოცდილმა იტალიელელმა სპეციალისტმა რობერტო მანჩინიმ ჩაიბარა.

0.109322