როგორც ინგლისური პრესა იუწყება “ჰოფენჰაიმის” ფეხბურთელ რობერტო ფირმინოს შეძენა “მანჩესტერსა” და “ლივერპულს” სურთ. ფირმინოს სატრანსფერო თანხად 25 მილიონი გირვანქა სახელდება.
23 წლის შემტევმა 18 ნოემბერს ავსტრიასთან ამხანაგურ შეხვედრაში ბრწყინვალე გოლი გაიტანა.
ფირმინომ გასულ სეზონში ბუნდესლიგაში 16 გოლი გაიტანა, რაც მისი პირადი რეკორდია. მიმდინარე სეზონში სამხრეთამერიკელმა 11 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
2010 წელს 19 წლის ასაკში “ფიგუერენსეს” ნიჭიერი ფეხბურთელი “ჰოფენჰაიმში” 4 მილიონ გირვანქად გადავიდა.