უჩა ლობჟანიძეს ოთხშაბათს ნიქოზიას “ომონიას” რიგებში არ უვარჯიშია. ამის შესახებ კვიპროსული ინტერნეტპორტალი shootandgoal.com-ი იუწყება.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი ტრავმირებულია და 22 ნოემბერს აელ-თან საშინაო მატჩში მისი თამაში სათუოა.
27 წლის ლობჟანიძემ, რომელიც გუნდს ზაფხულში შეუერთდა, მიმდინარე სეზონში “ომონიაში” 8 მატჩი ჩაატარა.