როგორც “დეილი სტარი” იუწყება არსენ ვენგერს, პეტერ ჩეხის შეძენა სურს. 32 წლის მეკარის სატრანსფერო თანხად 7 მილიონი გირვანქა სახელდება.
გამოცდილმა მეკარემ მიმდინარე სეზონში “ჩელსის” მაისურით მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა. მისი ადგილი “არისტოკრატთა” სასტარტო შემადგენლობაში მადრიდის “ატლეტიკოდან” დაბრუნებულმა ბელგიელმა ტიბო კურტუამ დაიკავა.
ბოლო პერიოდში “არსენალში” შესაძლო გადამსვლელთა სია საკმაოდ გაიზარდა. რამდენად მოახერხებს ჩრდილოლონდონის კლუბი დიდი თანხის გაღებას ფეხბურთელებში, იანვარში შევიტყობთ.
ჩეხის გარდა ლონდონელები ფრანგი ამომავალი ვარსკვლავის ადრენ რაბიოსა, იტალიელი ჩერჩისა და სხვა ფეხბურთელებით ინტერესდებიან.