ტურკუს “ინტერის” ფორვარდი ირაკლი სირბილაძე დიდი ალბათობით მომავალ სეზონშიც ფინურ კლუბში ითამაშებს.
ამჟამად, 32 წლის ფეხბურთელი თბილისში იმყოფება და ინდივიდუალურად ვარჯიშობს. მან “მსოფლიო სპორტთან” საუბარში განაცხადა, რომ ტურკუელებთან 1+1 კონტრაქტი აკავშირებს და თუ სხვა გუნდებიდან სერიოზული წინადადება არ ექნება, “ინტერში” დარჩება.
განვლილ სეზონში სირბილაძემ ტურკუელთა რიგებში 30 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. მასზე მეტი თანაგუნდელებიდან არავის გაუტანია. “ინტერმა” 12-გუნდიან ვეიკაუსლიგაში (უმაღლესი ლიგა) მე-9 ადგილი დაიკავა.