კალათბურთი

11:34 | 20.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულია გუნდს 4 ქულით დაეხმარა

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” გასვლით მატჩში “ბრუკლინ ნეტსი” 122:118 დაამარცხა. “მილუოკის” მიმდინარე სეზონში მე-7 გამარჯვების მოსაპოვებლად 3 ოვერტაიმი დასჭირდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გუშინდელი თამაშისგან განსხვავებით, “ბრუკლინთან” სასტარტო 5-ეულში არ იმყოფებოდა. მაგრამ ძირითადი ცენტრ, ლარი სანდერსზე მეტი დრო დაჰყო პარკეტზე- 28,58 წუთი. ზაზას მონაგარი გახლდათ 4 ქულა, 5 მოხსნა, თითო პასი და ბლოკი. ფაჩულიამ 7-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, არც ერთი საჯარიმო სროლა არ უსვრია. ქართველმა ცენტრმა ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო, 2-ჯერ დაკარგა ბურთი და ერთხელ დააფარეს, ზაზას მარგი ქმედების კოეფიციენტი +3 გახლდათ.

“მილუოკი ბაქსს” 7 მოგება და 4 წაგება დაუგროვდა, ჯეისონ კიდის შეგირდები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფებიან.

0.122156