კალათბურთი

1:15 | 20.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ავტოგრაფი და ფოტო მანუსგან

მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა ევროლიგაში მომდევნო მატჩს 20 ნოემბერს ჩაატარებს, თუმცა, ქართველი კალათბურთელი, რომელიც ჯერაც ტრავმებს იშუშებს, ვერც ბერლინის “ალბასთან” საშინაო მატჩში ითამაშებს.

სამაგიეროდ, მარკოიშვილი, რომელსაც ამასწინათ 28 წელი შეუსრულდა, “არმიელთა” მორიგ აქციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ცსკა-ს საკალათბურთო და ჰოკეის გუნდები ერთად აწყობენ.

დარბაზში მისულ ქომაგებს მანუჩარი და ცსკა-ს ერთ-ერთი წამყვანი ჰოკეისტი სტეფან და კოშტა დახვდებიან და გულშემატკივრებს ავტოგრაფებს ჩამოურიგებენ. შესაძლებელი იქნება სახელოვან სპორტსმენებთან სამახსოვრო ფოტოების გადაღებაც.

0.108376