თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე მე-2 ნომრად განთესილმა სოფო ქვაცაბაიამ სამხრეთკორეელი სუნ-ჰე ჰანი 7:6 (7:4), 5:7, 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში გააღწია, სადაც ავსტრიელ ანა მარია ჰეილს ეთამაშება.
ამავე ეტაპზეა გასული პირველი რეიტინგის მქონე ეკატერინე გორგოძეც, რომელიც კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – რუსულ კსენია გაიდარჟის დაუპირისპირდება.
წყვილთა ტურნირში ქართველ ჩოგბურთელებს ერთმანეთთან გაჯიბრება მოუწევთ. მე-2 რეიტინგის მქონე გორგოძემ და უკრაინელმა ფომინამ იტალიელები – ალესანდრელი და პროსპერი 6:1, 6:2 დაამარცხეს და ნახევარფინალში მე-3 განთესვით მოთამაშე ქვაცაბაიას და გერმანელ შაკოვეცს გაეჯიბრებიან, რომელთაც რუსებს – დეგტიარევას და ხსენებულ გაიდარჟის 6:2, 6:3 მოუგეს.
ანტალიაშივე, ვაჟთა 10-ათასიანი ტურნირის წყვილთა გათამაშების მეოთხედფინალში გიორგი ცივაძემ და უკრაინელმა ბადანოვმა მე-2 რეიტინგის მქონე სლოვენიურ-ავსტრიულ დუეტთან (სემრაიჩი-ვეისბორნი) 3:6, 3:6 წააგეს.