ჩოგბურთი

0:15 | 20.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

წყვილებს უბრძოლველად გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა პოლონურ ზავადაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) წყვილთა შეჯიბრს უბრძოლველად გამოეთიშა.

მე-3 ნომრად განთესილმა შაფათავას და რუსი ოლგა დოროშინას წყვილმა საწყის რაუნდში ბულგარულ-ჩეხურ დუეტს (კოსტოვა-მენდეშოვა) 6:3, 3:6, 10:7 სძლია, მეოთხედფინალში კი კორტზე აღარ გასულა.

საქმე ის გახლავთ, რომ შაფათავას მეწყვილე დოროშინამ ერთეულთა ტურნირის პირველ წრეში ჩეხ კაროლინა მუხოვასთან მატჩი ტრავმის გამო ვერ დაასრულა და წყვილთა შეჯიბრიდანაც მოიხსნა.

0.117635