ჭადრაკი

15:20 | 9.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

სოჭში ყაიმით დაიწყეს

სოჭში სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლამ მოქმედ ჩემპიონ ნორვეგიელი მაგნუს კარლსენსა (2863) და ინდოელ ექსჩემპიონ ვიში ანანდს (2792) შორის. პირველ პარტიაში თეთრი ფიგურებით ინდოელი თამაშობდა და ყაიმს დასჯერდა.

ცნობისთვის, დაპირისპირება 12 პარტიისგან შედგება. დარჩენილი სათამაშო დღეებია 09, 11, 12, 14, 15, 17, 18, 20, 21, 23 და 25 ნოემბერი. დასვენების დღეებია: 10, 13, 16, 19 და 22 ნოემბერი. მეტოქეები ყოველი ორი შეხვედრის შემდეგ დაისვენებენ.

მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში, გაიმართება დამატებითი ტაი-ბრეიქი. საპრიზო ფონდი 1 000 000 ევროს შეადგენს, აქედან გამარჯვებულის წილად 60% მოდის, ხოლო დამარცხებულზე 40%-ა გათვალისწინებული.

მატჩის ძირითადი ნაწილის ყაიმით დასრულების შემთხვევაში, საპრიზო ფონდი შემდეგნაირად გაიყოფა: 55%-45%.

0.124368