საქართველოს საჭადრაკო პირველ ლიგას 5 ტურის თავზეც 3 ლიდერი ჰყავს. ესენი სოფიო გვეტაძე (2343), მერი არაბიძე (2378) და ანა კუჭავა (2106) არიან. გასულ ტურში არაბიძე და გვეტაძე დაზავდნენ, კუჭავამ კი ყაიმი ალექსანდრა ვახანიასთან (2109) გააფორმა.
მე-6 ტურში, რომელიც 20 ნოემბერს შედგება, კუჭავა არაბიძეს დაუპირისპირდება, გვეტაძის მეტოქე კი ნატო იმნაძე (2292) იქნება.
შეგახსენებთ, რომ ტურნირში 30 მოჭადრაკე ჩაება და შვეიცარიული სისტემით 9 ტურად თამაშობს, პირველ ხუთ ადგილზე გასული მონაწილეები კი საქართველოს 2015 წლის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ.