ბრიტანული მედიის ინფორმაციით, "ლივერპულის" ხელმძღვანელობა მზადაა, ინგლისის ეროვნული ნაკრების შემტევ რაჰიმ სტერლინგს ახალი კონტრაქტი გაუფორმოს.
სამომავლო ხელშეკრულების მიხედვით, სტერლიგს ჯამაგირად კვირაში 100 000 გირვანქა სტერლინგი ექნება, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი გახდება. ამჟამად ფეხბურთელი კვირაში 30 000 გირვანქას იღებს.
ბოლო დროს 19 წლის ფეხბურთელის მომავალს მადრიდის "რეალს" უკავშირებენ. ლივერპულელები ცდილობენ, ნიჭიერი ფეხბურთელი შეინარჩუნონ და თუ ტრანსფერი გარდაუვალი გახდება, ხეირი ნახონ.
მიმდინარე სეზონში საკლუბო დონეზე სტერლინგმა 16 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.