ფეხბურთი

17:39 | 19.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაბიოს ხელფასი 7.5-ჯერ გაუზარდეს

“პარი სენ ჟერმენმა” კლუბის 19 წლის ნახევარმცველთან, ადრიენ რაბიოსთან კონტრაქტი მიმდინარე თვის დასაწყისში გააფორმა, მაგრამ ხელშეკრულების დეტალები ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა.

ბოლო თვეების განმავლობაში, რაბიოს პსჟ-დან შესაძლო წასვლაზე საუბარი არ წყდებოდა. ამიტომ, ფრანგულ კლუბს ფეხბურთელის ხელფასის გვარიანად მომატება მოუხდა. ახალგაზრდა შუახაზელი, აქამდე, თვეში 20 ათას ევროს გამოიმუშავებდა. მისი ამჟამინდელი ხელფასი 150 ათასი ევროა, რაც იმას ნიშნავს, რომ რაბიო 7.5-ჯერ უფრო მეტს გამოიმუშავებს. ფეხბურთელის ანაზღაურება ყოველწლიურად გაიზრდება და 2019 წლიდან თვეში 285 ათას ევროს მიაღწევს.

0.11826