ფეხბურთი

17:30 | 19.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთი ბურთის ფლობაში მხოლოდ გერმანიასთან აგებს

ესპანეთსა და გერმანიას შორის 18 ნოემბერს გამართულ ამხანაგურ მატჩში, “ფურია როხა” არა მხოლოდ დამარცხდა, არამედ ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა ერთი ხანგრძლივი სერიაც შეწყვიტა. ვიგოში ჩატარებულ შეხვედრაში ესპანეთი ბურთს უფრო მცირე დროის განმავლობაში ფლობდა, ვიდრე მეტოქე. ასეთი რამ ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველად მოხდა.

ესპანეთის ნაკრებს ბურთის ფლობაში უპირატესობა ბოლო 86 თამაშის განმავლობაში ჰქონდა. უკანასკნელად შემთხვევა, როდესაც “ფურია როხა” ბურთის ფლობაში მეტოქეს ჩამორჩა, ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის ფინალში დაფიქსირდა. საინტერესოა, რომ ესპანელთა მეტოქე მაშინაც გერმანია იყო.

0.124582