ფეხბურთი

13:07 | 19.11.2014 | ნანახია 820 - ჯერ

სტარიჯი ისევ დაშავდა

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი "მერსისაიდელთა" ვარჯიშზე დაშავდა. ფეხბურთელს ბარძაყის ტრავმა აწუხებდა და ვარჯიში რამდენიმე დღის წინ განაახლა.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი ხანი მოუწევს ინგლისელს ამჯერად ლაზარეთში ყოფნა. მას შემდეგ, რაც სტარიჯმა ვარჯიში განაახლა, მოსალოდნელი გახლდათ, რომ იგი მოედანს 23 ნოემბერს პრემიერლიგის მატჩში "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ დაუბრუნდებოდა.

25 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:14 | 19.11.2014
a.reversi (9540)

მოვტ...გაგფააგსჰდჯდკდკსგსგაფაგაჰჰაჯაჯსჯსჯსჯს.......ყან ჰოჯსონს ასეთი რა აკიდა ვინ დაწყევლა რა ეს

13:42 | 19.11.2014
FC.BAYERN+GERMANY (10046)

მოსტყ. პტ-ი

13:35 | 19.11.2014
BEERTRANCE (97819)

არ დაადგა საშველი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059533