ფეხბურთი

12:54 | 19.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

დი მარიას ტრავმა შესაძლოა სერიოზული არ აღმოჩნდეს

18 ნოემბერს ამხანაგურ შეხვედრაში, რომელშიც პორტუგალიის და არგენტინის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ, "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ანხელ დი მარიამ ფეხის ტრავმა მიიღო და 61-ე წუთზე მოედანზე მის ნაცვლად ლამელა შევიდა.

მატჩის შემდეგ სამხრეთამერიკელთა დამრიგებელმა ხერარდო მარტინომ განაცხადა, რომ დი მარიას ტრავმა შესაძლოა სერიოზული არ აღმოჩნდეს.

"დი მარიამ მძიმე დარტყმა მიიღო და მალე რენტგენსაც გადაუღებენ. ჩვენ მის სიტუაციას მონიტორინგს ვუწევთ, თუმცა არამგონია დაზიანება სერიოზული აღმოჩნდეს," - განაცხადა მარტინომ.

მატჩის შემდეგ დი მარიამ თავის "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე განცხადება გააკეთა: "ეს მხოლოდ დარტყა იყო. ვიმედოვნებ, ტრავმა არ გამიმიზეზდება და უიქენდზე "მანჩესტერის" რიგებში თამაშს შევძლებ."

იმ შემთხვევაში თუ არგენტინელის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდება, ლუის ვან გაალს თავის ტკივილი მოემატება. ჰოლანდიელის გუნდი პრემიერლიგაში არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში იმყოფება და ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელის დაკარგვა ვან გაალის გეგმებში ნამდვილად არ შედის.

0.117699