ესპანეთის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარემ დავიდ დე ხეამ ბოლო დროს ევროპულ მედიაში გავრცელებული ცნობები მადრიდის "რეალთან" დაკავშირებით უარყო.
ესპანელს “სამეფო კლუბს” უკავშირებენ და ევროპული მედია 24 წლის გოლკიპერის ესპანეთში დაბრუნების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.
"რთული სათქმელია მადრიდის "რეალი" ამდენი გავრცელებული ჭორის შემდეგ თუ გააკეთებს შემოთავაზებას. შეიძლება ბევრმა კლუბმა მოინდომოს ჩემი ტრანსფერი, მაგრამ ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება. "მანჩესტერში" თამაში მსურს და მთელი ყურადღებით ინგლისური კლუბის გეგმებზე ვარ გადართული და ეს კლუბი ძალიან მიყვარს," - განაცხადა ესპანელმა.
დე ხეა "მანჩესტერს" 2011 წელს მადრიდის "ატლეტიკოდან" 20 მილიონ ევროს სანაცვლო შეუერთდა. 2013/14 წლების სეზონში კი "იუნაიტედის" საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.