ფეხბურთი

12:29 | 19.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

დუნგამ სილვასთან კონფლიქტი უარყო

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დუნგამ "სელესაოს" თავკაცად დანიშვნის შემდეგ კაპიტნის სამკლაური "ბარსელონას" თავდამსხმელ ნეიმარს გადაულოცა. ბრაზილიელი სპეციალისტის მისვლამდე გუნდს "პარი სერ ჟერმენის" მცველი ტიაგო სილვა კაპიტნობდა.

დუნგამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მის გუნდში ტიაგო სილვასთან კონფლიქტი არავის აქვს და მნიშვნელობა არ აქვს ვის ეკეთება კაპიტნის სამკლაური.

"ჩვენ ორგანიზებულ გუნდს ვქმნით და ესაა მნიშვნელოვანი. ჟურნალისტებს უნდათ დაინახონ კონფლიქტი, მაგრამ გუნდში დაძაბულობა არაა. ბრაზილიისთვის მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ მოირგებს კაპიტნის სამკლაურს. მთავარი ისაა, თუ ვინ იქნება მოედანზე გუნდის ლიდერი," - განაცხადა დუნგამ.

ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე "სელესაოს" კაპიტანი ტიაგო სილვა გახლდათ. მას შემდეგ, რაც დუნგამ კაპიტნად ნეიმარი დაასახელა, "ბარსელონას" ფეხბურთელი ბედნიერი გახლდათ და აღნიშნა კიდეც, რომ იგი ბრაზილიელი სპეციალისტის ასეთ გადაწყვეტილებას არ ელოდა.

0.115489